დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

WESTLAKE-ის საბურავები

საბურავების მწარმოებელი აზიური კომპანია WESTLAKE გლობალური კომპანიების ათეულში იკავებს ადგილს და მისი პროდუქციის შეძენა, მსოფლიო მასშტაბით, 120 ქვეყანაში შესაძლებელია. ამიერკავკასიის საავტომობილო ბაზრის ლიდერი, თეგეტა მოტორსი, WESTLAKE-ის საბურავების ფართო ასორტიმენტს, საუკეთესო პირობებით, გთავაზობთ.

 

 

WESTLAKE-ის საბურავების უპირატესობები

 

WESTLAKE-ის საბურავების კატალოგი სეზონის მიხედვით იყოფა, სადაც წარმოდგენილია ეკონომიური და კომფორტული, მაღალი სიჩქარით უსაფრთხო მართვისთვის განკუთვნილი მოდელები, სკანდინავიური ტიპის მოდელები თოვლიანი და მოყინული გზებისთვის. WESTLAKE-ის საბურავებს პროფესიონალი სპეციალისტები ქმნიან, ამიტომ ამინდობრივი პირობებისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით, თქვენ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას შეძლებთ.

  • საბურავები ყველა ტიპის ავტომობილებისთვის - Westlake სხვადასხვა ტიპის საბურავების წარმოებაშია სპეციალიზებული, თუმცა მოდელების უმეტესობა სატვირთო მანქანებსა და მისაბმელებზეა გათვლილი.
  • ინოვაციური ტექნოლოგიები - წარმოებაში არასტანდარტული მეთოდების გამოყენება ოპერატიული და ტექნიკური მახასიათებლების მაღალ დონეს განაპირობებს;
  • თანამედროვე, მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და ტექნიკური მოწყობილობები- ნორმიდან გადახრის რისკების მინიმიზებას ახდენს;
  • რეზინის ნაერთის ოპტიმიზებული შემადგენლობა - საბურავების სიმტკიცეს და გამძლეობას განაპირობებს;

WESTLAKE-ის ზამთრის საბურავები სპეციალური შენადნობისგან მზადდება, რაც თოვლიან და ყინულიან გზებზე დამუხრუჭების და კონტროლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ზაფხულის საბურავების მთავარი უპირატესობა ენერგოეფექტურობაა. ცხელ ასფალტზეც კი რეზინი არ დნება და თავდაპირველ თვისებებს ინარჩუნებს. საწვავის ხარჯის შემცირებასთან ერთად, ეს მომსახურების ხანგრძლივობასაც განაპირობებს, რაც სატვირთო ავტომობილების საბურავების შერჩევისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

WESTLAKE-ის ისტორია

 

აზიური კომპანია Westlake 1995 წელს დაარსდა და დღეს ცხრა ქარხნის მფლობელია, რომელსაც კვლევისა და განვითარების გუნდი ხელმძღვანელობს. ამ გუნდის მიზანია მომხმარებელთა სურვილების განხორციელება, რომლებიც საბურავების შემუშავების პროცესში უმნიშვნელოვანეს, მამოძრავებელ როლს ასრულებენ. სწორედ ამ მოთხოვნების შეგროვებისა და გადამუშავების შემდგომ მიიღება კომპანიის საიმედო და გამძლე პროდუქტები.

ჩრდილოეთ ამერიკაში Westlake-ის საბურავები პოპულარული სან დიეგოს ბეისბოლის კლუბისა და ჩემპიონი მოკრივის, რომან გონსალესის, მხარდაჭრის წყალობით გახდა. ბრენდის მფლობელობაშია Chaoyang, Arisun, Goodride და  Trazano. 2008 წლიდან, კონცერნი საბურავების ყველაზე მსხვილ მოთამაშეთა შორის იკავებს ადგილს და მისი გაყიდვების მაჩვენებელის 64%-იანი, რეკორდული, ზრდა ფიქსირდება.

ყოველწლიურად, Westlake საბურავების გაუმჯობესებულ ვერსიებს წარმოადგენს, რათა კომპანიის ნაწარმი უფრო ეკოლოგიური, საიმედო, ეკონომიური და გამძლე გახდეს. Westlake-ის ყველა სეზონის საბურავებს დაპატენტებული სარბენი დიზაინი გააჩნია, რაც კონტროლს და მანევრირებას ტემპერატურის ფართო დიაპაზონში ინარჩუნებს.

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით