საბითუმო არხის სტანდარტული საგარანტიო პირობები
შპს „თეგეტა რითეილი“ საბითუმო არხის საგარანტიო პირობებთან დაკავშირებით გარანტიას იძლევა შემდეგი მიმართულების/ბრენდების პროდუქციაზე: აკუმულატორები, ავტონაწილები და ელექტრო ინსტრუმენტები.
აკუმულატორების მიმართულებაში საგარანტიო პირობების ფარგლებში მოქმედებს 100% შეცვლის გარანტია. ჩვენს ასორტიმენტში არსებულ აკუმულატორის ბრენდებზე შეიცვალა/გახანგრძლივდა საგარანტიო პერიოდები
- VARTA - 48 თვე
- EXIDE - 36 თვე
- FIAMM - 36 თვე
- MONBAT - 36 თვე
- REACTOR - 24 თვე
- AUTOPOWER - 18 თვე
- EXPERT - 18 თვე
- FEON - 18 თვე
- ELECTRON - 18 თვე
- AKOM - 18 თვე
- BRAVO - 18 თვე
- MACPOWER - 12 თვე
- NORDSTAR - 12 თვე
- AUTOBAT - 6 თვე
ავტონაწილების მიმართულებაში პროდუქტის ნებისმიერი სახის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, წუნდებული პროდუქცია ჩანაცვლდება ახლით.
- TEKNOROT - 3 თვე
- ABS - უსასრულო გარანტია წრიპინზე
საგარანტიო პირობები ელექტრო ინსტრუმენტების მიმართულებაში გაუმჯობესდა. გაიზარდა საგარანტიო ვადები. ჩვენთან შეძენილ ელექტრო ინსტრუმენტების პროდუქციაზე ქარხნული ან ტექნიკური წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მოხდება პროდუქტის შეცვლა:
- TOTAL TOOLS – 2 წელი
- Milwauke – 3 წელი
- Baumann – 1 წელი