დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა 

ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა, დღესდღეობით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, რადგან ამ გზით ავტომობილის ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრა ყველაზე მარტივად და სწრაფად ხდება. დიაგნოსტირების პროცესის ეფექტიანობისთვის ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება აუცილებელია, ამიტომ თეგეტა მოტორსის პროფესიონალი გუნდი, მოწინავე ტექნოლოგიების დახმარებით, ელექტრო დიაგნოსტიკის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გთავაზობთ.

 

მანქანის ელექტროობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი პრობლემები

თანამედროვე ავტომობილების სწორად ფუნქციონირება ელეტრონულ სისტემებზეა დამოკიდებული, რომელთა დაზიანებაც მრავალრიცხოვანი პრობლემის წარმოშობის მიზეზი ხდება, რასაც, ხშირად არასწორი დიაგნოსტიკაც ართულებს. ავტომობილის ელექტრო დიანოსტიკა საჭიროა მაშინ, თუ ფიქსირდება შემდეგი ნიშნები:

  • ჩხაკუნის ხმა ავტომობილის გასაღების გადატრიალებისას (დაქოქვისას);
  • საინფორმაციო დაფაზე განათებული გამაფრთხილებელი ინდიკატორები;
  • ავტომობილის არაეფექტური მუშაობა;
  • ჩამქრალი ფარები და დაზიანებული მინის მწმენდები;
  • დამდნარი პლასტმასის და სადენების სუნი ავტომობილში;
  • ჩხაკუნის ხმა ავტომობილის გასაღების გადატრიალებისას (დაქოქვისას);

ჩხაკუნის ხმა ავტომობილის გასაღების გადატრიალებისას (დაქოქვისას);

ეს ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რადგან გასაღების გადატრიალებისას ჩხაკუნის ხმა მიუთითებს, რომ ძრავის დასაქოქად საკმარისი ელექტროენერგია არ არის. ამის მიზეზი დაუმუხტავი ან უხარისხო აკუმულატორი შეიძლება იყოს. საყურადღებოა, რომ ავტომობილში ყოველთვის ცნობილი მწარმოებლის მიერ დამზადებული, შესაბამისი მახასიათებლების,  ხარისხიანი აკუმულატორი იყოს. 

საინფორმაციო დაფაზე განათებული გამაფრთხილებელი ინდიკატორები;

თანამედროვე ავტომობილებში, ნებისმიერი ელექტრონული დაზიანების შემთხვევაში, საინფორმაციო დაფაზე ნაჩვენები ტექსტური შეტყობინებით, ან შესაბამისი სიმბოლოს ანთებით, სერვისში მისვლის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია. 

ავტომობილის არაეფექტური მუშაობა:

იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილზე შეიმჩნევა საწვავის გაზრდილი მოხმარება, სიმძლავრის შემცირება, არაკომფორტული სიჩქარეების გადართვები, არასასიამოვნო სუნი და გამონაბოლქვის სიჭარბე შეიმჩნევა, ასეთ შემთხვევაში სასურველია ჩატარდეს ელექტრონული დიაგნოსტირება, ვინაიდან, დროული რეაგირებით, თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანი კომპონენტის დაზიანება.

ჩამქრალი ფარები და დაზიანებული მინის მწმენდები:

ავტომობილის განათება და მუშა მინის მწმენდები უსაფრთხო ტრანსპორტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რასაც ასევე ბევრი ელექტრონული მართვის მექანიზმი გააჩნია. ნებისმიერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება, რათა დაზიანების გამომწვევი მიზეზი მალევე აღმოიფხვრას.

დამდნარი პლასტმასის და სადენების სუნი ავტომობილში:

თუ ავტომობილში მსგავსი სუნი იგრძენით, მანქანის მართვა დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ. აღნიშნული პრობლემა ელექტრული გაუმართაობის ან მოკლე ჩართვის ნიშანია, ამიტომ ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოახდინოთ, რათა მომავალში რემონტის მაღალი დანახარჯები თავიდან აირიდოთ.

 

როგორ ხდება ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა?

თანამედროვე მანქანების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო კომპიუტერიზებულია, ვიდრე ოდესმე, რაც ავტომობილების საფუძვლიანი შემოწმების საშუალებას იძლევა. ელექტრო დიაგნოსტიკური ტესტებით ავტომობილის კომპონენტების გამართული მუშაობა ციფრულად მოწმდება და კომპიუტერიზებული სისტემებით გამოვლენილი ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრა მარტივდება. 

  • მექანიკოსი სადიაგნოსტიკო სკანერს აერთებს ავტომობილში, რომლის საშუალებითაც  კეთდება ყველა მართვის მოდულის სკანირება და დაზიანების კოდების ამოკითხვა;

  • შემდგომ მექანიკოსი იკვლევს სად არის პრობლემა, რისთვისაც იყენებს ზემოაღნიშნულ კოდებს საძიებო სივრცის შესამცირებლად. მაგალითად, თუ ძრავის დაზიანების კოდი გამონაბოლქვთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიუთითებს, სწორედ გამონაბოლქვის სისტემები იქნება პირველი კომპონენტი, რასაც მექანიკოსი შეამოწმებს;

  • ნებისმიერი საკითხის შემთხვევაში მექანიკოსი წყვეტს შეკეთების პროცესის შემდგომ მსვლელობას;

  • ავტომობილის შეკეთების შემდგომ, კონტროლის მიზნით, ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა შეიძლება განმეორდეს;

 

სტანდარტულ სადიაგნოსტიკო ტესტს დაახლოებით 30-60 წუთი სჭირდება. თუ უფრო რთული მდგომარეობაა და დიაგნოსტიკის პროცესში ავტომობილის კომპონენტების მოხსნა საჭირო ხდება, ტესტირებისთვის, გაუმართაობის სიმძიმიდან გამომდინარე,  2-3 საათი აუცილებელია.

 

მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკის ფასები

თეგეტა მოტორსი ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკის ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისს გთავაზობთ. ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა იმ გაუმართაობების გამოვლენაში გეხმარებათ, რაც  მნიშვნელოვან საფრთხედ შეიძლება იქცეს. ეს პროცესი სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველ რისკებს და გრძელვადიან პერიოდში თქვენი ავტომობილის გაზრდილ სარემონტო ხარჯებს აგარიდებთ.

ქართველ მომხმარებლებს ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკის სწრაფი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიღება თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში შეუძლიათ. თუ გსურთ თქვენი ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა პროფესიონალებს ანდოთ, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს უნდა ეწვიოთ.

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით