დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

გარემოზე ზრუნვა

 

ქაღალდის მოხმარების შემცირება

თეგეტამ, გარემოზე ზრუნვის მიმართულებით, ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად მომხმარებელთან კომუნიკაციის სისტემა შეცვალა.

თეგეტას სერვის ცენტრებში მისულ მომხმარებელს კონკრეტული პროდუქციის ან სერვისის მიღებისას საკმაოდ ხშირად უხდებოდა ფურცლის გამოყენება. 2021 წლიდან თეგეტას სერვისების ნაწილი გაციფრულდა და მომხმარებლები ახლა საჭირო დოკუმენტაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებენ.

სამომავლოდ, ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად, თეგეტა სისტემის სრულად გაციფრულებას გეგმავს.

 

ქაღალდის გადამუშავება

ქაღალდის გადამუშავების მიმართულებით, თეგეტა აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობა „პალიტრა L“-თან. მათი პროექტის „მაკულიტერატურა“ ფარგლებში, თეგეტას თანამშრომლები ქაღალდებს „მწვანე ყუთებში“ აგროვებენ. მაკულატურა ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოს გადაეცემა.  

თანამშრომლობის ფარგლებში „პალიტრა L“ თეგეტას წიგნის ვაუჩერებს გადასცემს. წიგნებს, თავისი ადრესატი ჰყავს - თეგეტა  გამოცემებს  საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებთან გზავნის.

 

 

მწვანე არჩევანი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2019 წლიდან  გლობალურ პროექტში - „ეკოგამოწვევა 2050“ ჩაერთო და კამპანიით - „მწვანე არჩევანი“ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისებას შეუდგა.

კამპანიის ფარგლებში ყველა, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს შეიძენს, „მწვანე გზის კლუბის“ წევრი ხდება. კომპანია მათ სახელზე აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე იმერულ მუხას რგავს, რომელიც გადაშენების პირას მყოფი და წითელ ნუსხაში შეტანილი ჯიშია.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მომხმარებლის სახელით აჯამეთში 1000–მდე მუხა დაირგო.

 

ნულოვანი ემისია

ჰაერის დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

,,თეგეტა მოტორსი“ მუდმივად ცდილობს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილის შეტანას. ჰაერის დაბინძურების შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზა - ბაზარზე ელექტრომანქანების ჩანაცვლებით, ნულოვანი ემისიის პროცესის წახალისებაა.

თეგეტას შვილობილი კომპანია - „პორშე ცენტრი თბილისი“ რეგიონის მასშტაბით ელექტროავტომობილების სერვისის პირველი ჰაბია. კომპანია მომხმარებელს „პორშე ცენტრი თბილისის“ ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მანქანების ელექტროდამტენებს სთავაზობს, რაც  სწრაფი დამუხტვის საშუალებას იძლევა. დამატებით, დამტენები   თბილისის რამდენიმე ობიექტსა და საქართველოში არსებული ცნობილი ქსელური სასტუმროების ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი.

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალური ფილიალის სერვისცენტრში გამოყოფილია ელექტრო სატვირთო მანქანები, რომლებიც შიდა პერიმეტრზე ავტონაწილების გადასატანად გამოიყენება.

ნულოვანი ემისიის მქონე ავტომანქანები არა მარტო ჰაერის, არამედ ე.წ. „ხმაურის დაბინძურების“ (Noice Pollution) შემცირებას ეხმარება, რაც, როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.

 

ნარჩენების მართვა

გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად თეგეტას ერთ-ერთი მიმართულება ნარჩენების მართვა და გადამუშავებაა.

თეგეტას საქმიანობიდან გამომდინარე სერვისცენტრების ტერიტორიაზე გროვდება უსარგებლო ნარჩენები. მათ შორის, ფილტრის მასალები, მეორადი ზეთები და აკუმულატორები, რომლებიც გადამამუშავებელ კომპანიებს ბარდება, რომლებიც უვარგის ნაწილებს ახალ ფუნქციას სძენენ.

ნარჩენების მართვა და გადამუშავება თეგეტას ყოველდღიურობის ნაწილია და სამომავლოდ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური ცვლილებების განხორციელება იგეგმება.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით