სალონის ფილტრის შეცვლა
მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა ნებისმიერი ავტომობილის პერმანენტული მოვლის განუყოფელი პუნქტია, რომლის იგნორირება თქვენი მანქანის სარემონტო ხარჯებს მომავალში აუცილებლად გაზრდის. აქედან გამომდინარე, ქართველ მომხმარებლებს, ამიერკავკასიის ბაზრის ლიდერი, თეგეტა მოტორსი, მანქანის სალონის ფილტრის შეცვლის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, უკვე მრავალი წელია, სთავაზობს.
რატომ არის საჭირო სალონის ფილტრის შეცვლა?
მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა ბევრი ავტომფლობელისთვის მეორეხარისხოვან საკითხად მოიაზრება და უამრავი მძღოლი მის მნიშვნელობას სათანადოდ არ აფასებს. დღეს ნებისმიერი ავტომობილის სალონი ფილტრით არის აღჭურვილი, რაც გარედან შემოსული ჰაერის გასაფილტრად და მტვრის ნაწილაკებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სალონის ფილტრის გამართულობა ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვის, რომლებიც ჰაერში არსებულ ნებისმიერ დაბინძურებულ ნაწილაკზე რეაგირებენ. დროთა განმავლობაში, სალონის ჰაერის ფილტრი მავნე ნივთიერებებით შეიძლება გაივსოს, შესაბამისად თუ თქვენ სავენტილაციო სისტემიდან გამომავალ უსიამოვნო სუნს იგრძნობთ, მანქანის სალონის ფილტრის შეცვლაზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ.
დაბინძურებული სალონის ფილტრი, თქვენთვის და თქვენი ავტომობილის მგზავრებისთვის, უსიამოვნო გამოცდილებაა, რომელიც ჯანმრთელობაზე დამაზიანებლად მოქმედებს. ავტომობილის მართვისას თქვენ წინ მყოფი მანქანებიდან გამონაბოლქვი აირები, მტვერი და სხვა მავნე ნივთიერებები თქვენი მანქანის სალონში ხვდება. იმის გამო, რომ თქვენ დახურულ სივრცეში იმყოფებით, ამ ნივთიერებების კონცენტრაცია შეიძლება იმაზე ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე ღია სივრცეში. მანქანის სალონის ფილტრი ისევე მუშაობს, როგორც თქვენი სახლის გათბობისა და კონდინცირების სისტემის ჰაერის ფილტრი, რომელიც მავნე ნივთიერებებისთვის ბარიერის ფუნქციას ასრულებს.
მანქანის სალონის ფილტრის შეცვლას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:
-
მეტი კომფორტი და ნაკლები არასასიამოვნო სუნი მანქანაში
ზედმეტად დაბინძურებული სალონის ჰაერის ფილტრი შემომავალი ჰაერის გაფილტვრას ეფექტურად ვეღარ ახერხებს. სალონის ფილტრის გაუმართაობის მანიშნებელი სიმპტომი უჩვეულო მტვრის სუნია, რომელიც ზედმეტად დაბინძურებულმა ფილტრმა შეიძლება წარმოქმნას.
როდესაც ავტომობილის სალონში ჰაერის ფილტრს შეცვლით, გათბობა/გაგრილების სისტემის ეფექტურობას მაშინვე იგრძნობთ. თქვენთვის მართვა უფრო კომფორტული გახდება. მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა სუფთა ინტერიერს შეინარჩუნებს და გარედან შემომავალ ნებისმიერ უსიამოვნო სუნს აგარიდებთ თავიდან.
-
ნაკლები ხმა კონდიციონერის ფუნქციონირების დროს
მტვრის ნაწილაკებით სავსე ავტომობილის სალონის ფილტრი არ გაატარებს ჰაერის საჭირო ნაკადს, რაც კონდინცირების გათბობა/გაგრილების სისტემის ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია. ეს გამოიწვევს ჭარბ ხმაურს, რაც მოგზაურობას უფრო სტრესულს და არაკომფორტულს გახდის. მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა ამ ტიპის გართულებებს დროულად აგარიდებთ თავიდან.
-
ამცირებს მანქანის შუშების დაბურვის რისკს
მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა ავტომობილის ფანჯრების დაბურვის რისკს ამცირებს, როცა საქმე ყინვას ეხება. ნებისმიერ მძღოლს საქარე მინიდან შეუზღუდავი ხილვადობა სჭირდება, რათა ცენტრალური და უკანა სარკეების კონტროლი არ გართულდეს და მგზავრობისას საავარიო სიტუაცია არ წარმოიშვას.
როდის არის საჭირო ჰაერის ფილტრის შეცვლა?
მწარმოებლების უმეტესობა მძღოლებს მანქანის სალონის ფილტრის შეცვლას ყოველ 12000-დან 15000 კილომეტრის გავლის შემდეგ ურჩევს, თუმცა, მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა უფრო რეგულარულად უნდა განხორციელდეს მაშინ, როცა ავტომფლობელი ჭუჭყიან გზებზე ან ძალიან დაბინძურებულ ადგილებში/ქალაქში მოძრაობს. სალონის ფილტრის შეცვლის ინტენსივობის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას პროფესიონალი ტექნიკოსების მომსახურებისას მიიღებთ.
დაჯავშნე სერვისი თეგეტა მოტორსში
ქართველ მომხმარებლებს ხარისხიანი და სწრაფი ავტოტექმომსახურების მიღება თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ. მომხმარებელზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი მაღალეფექტური და კომფორტული მომსახურების მისაღებად დაჯავშნის ონლაინ სერვისს გთავაზობთ. თუ გსურთ, რომ თქვენი მანქანის სალონის ფილტრის შეცვლა კვალიფიციურ ტექნიკოსებს ანდოთ, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს უნდა ეწვიოთ.