დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ჯანმრთელობა

თეგეტა - მწვანე ზონა

თეგეტასთვის თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. კოვიდპანდემიის დაძლევისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია განვახორციელეთ – „თეგეტა - მწვანე ზონა“.

პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ: კომპანიამ იმუნიზაციისათვის თანამშრომელთა რეგისტრაცია და აცრის პუნქტებამდე ტრანსპორტირება უზრუნველყო. სურვილის შემთხვევაში ამ შეთავაზებით დასაქმებულთა  ოჯახის წევრებიც სარგებლობდნენ.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო საინფორმაციო შეხვედრები, სადაც ყოველკვირეულად დარგის ექსპერტებსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვიწვევდით. ლაივ ჩართვების მეშვეობით ჩვენს თანამშრომლებს, არსებული ვაქცინებისა და მათი ეფექტიანობის შესახებ, კონსულტაციის გავლა შეეძლოთ ცნობილ ექიმებთან და ე.წ. „აზრის ლიდერებთან.“

გარდა ამისა, გვქონდა სპეციალური გათამაშებები და წამახალისებელი საჩუქრები. ვაქცინირებულმა თანამშრომლებმა ინდივიდუალური, ბრენდირებული საჩუქრების გარდა, ლოტოტრონის მეშვეობით სხვადასხვა ფასიანი პრიზები მოიგეს. მათ შორის, მთავარი პრიზი - ელექტროსკუტერი.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით