VARTA აკუმულატორები
ხარისხის, საიმედოობის და დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიების (SLI, EFB, AGM) გამო, VARTA აკუმულატორები, მსოფლიო მასშტაბით ავტომფლობელებისთვის, მნიშვნელოვან და დასაფასებელ პროდუქტს წარმოადგენს. ბრენდის აკუმულატორები თეგეტა მოტორსის ფილიალებში წარმოდგენილ პროდუქციას შორის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია, რადგან ის კლიენტის ტიპის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) მიხედვით უსასრულო ან 36 თვემდე გარანტიით შეგიძლიათ შეიძინოთ.
VARTA აკუმულატორების უპირატესობები
VARTA - ს აკუმულატორები მომხმარებელზე ორიენტირებული, ეფექტური, ინოვაციური და მომავლის ტექნოლოგიების კომბინაციით იქმნება, რომელიც POWER FRAME სახელითაა დაპატენტებული და მაღალი სიმძლავრის გარანტიას იძლევა. აკუმულატორის არჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესია, ამიტომ ყურადღება ძირითად მახასიათებლებსა და უპირატესობებზე უნდა გაამახვილოთ:
-
მაღალი სიმძლავრე და დენის გამტარობა;
-
ნაკლები კოროზია სხვა ბრენდების აკუმულატორებისგან განსხვავებით;
-
გამოყენების ხანგრძლივობა რეგენერაციული დამუხრუჭების მქონე მანქანებისთვისაც კი;
-
გარემოს მინიმალური დაბინძურება ეკოსტეპსის ტექნოლოგიის გამოყენებით;
VARTA აკუმულატორები თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ საწარმოში მზადდება და სრულად შეესაბამება პირველად, ქარხნულად, ავტომობილში ჩაყენებულ აკუმულატორის პარამეტრებს (OEM).
VARTA - ს ისტორია
VARTA აკუმულატორები უმსხვილესი კორპორაციის Clarios Germany GmbH & Co KG-ის მიერ იწარმოება, რომლის ქარხნებიც გერმანიაში, ესპანეთსა და ჩეხეთშია განლაგებული. ბრენდის ისტორია 100-ზე მეტ წელს ითვლის და მსოფლიოში ინოვაციური ტექნოლოგიებით, დიზაინით და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. Varta აკუმულატორები მსოფლიოს თითქმის ყველა საავტომობილო ქარხანას მიეწოდება და აკუმულატორების მსოფლიო ბაზრის 40%-ზე მეტს მოიცავს. კორპორაცია აკუმულატორებს Star-Stop სისტემით აწარმოებს, რომელიც ერთნაირად ეფექტურად გამოიყენება სატვირთო, მსუბუქი ავტომობილებისთვის, და მოტოციკლებისთვის. თქვენი ავტომობილისთვის ყველაზე გამოსადეგი აკუმულატორის შესარჩევად თეგეტა მოტორსის პროფესიონალ ტექნიკოსებთან კონსულტაცია უნდა გაიაროთ, რათა შეძენილი პროდუქცია თქვენს უსაფრთხო მგზავრობას დიდი ხნით უზრუნველყოფდეს.