BRIDGESTONE - ის საბურავები
საბურავების შერჩევა თქვენი ავტომობილით კომფორტული და დაცული მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია. ავტოტექმომსახურების მიმართულებით, ამიერკავკასიის წამყვანი კომპანია, თეგეტა მოტორსი, მომხმარებლებს Bridgestone-ის, უმაღლესი ხარისხის, საბურავებს სთავაზობს. საბურავების წარმოების სფეროში, Bridgestone-ის პროდუქცია მსოფლიოს უახლესი სტანდარტით, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. თეგეტა მოტორსის ფილიალებში Bridgestone-ის საბურავებზე უსასრულო გარანტია მოქმედებს. უსასრულო გარანტიის მიხედვით საგარანტიო პირობები პროდუქტის პროტექტორის ცვეთის შესაბამისად დაანგარიშდება.
Bridgestone-ის საბურავების უპირატესობები
Bridgestone-ის საბურავები მსოფლიოში პოპულარული იაპონური ბრენდის პროდუქტია, რომელიც ინოვაციური მიდგომებით იქმნება და მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეფექტურად ემსახურება.
-
გამძლეობა და მდგრადობა;
-
საწვავის ეკონომია;
-
უსაფრთხო გადაადგილება;
-
რთულ გარემო პირობებში ეფექტური მუშაობა;
Bridgestone-ის საბურავების გამოყენება ნებისმიერ გარემო პირობებში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარანტია. პროდუქტის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობა საწვავის ეკონომიაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ მნიშვნელოვანი დანაზოგი გააკეთოთ. Bridgestone-ის საბურავები მომხმარებლების ხანგრძლივად ემსახურება. ის ორჯერ უფრო მეტხანს გამოიყენება თავის კონკურენტებთან შედარებით. პროდუქციის უპირატესობა ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში დადასტურებულია.
Bridgestone-ის ისტორია
Bridgestone მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც 1931 წელს იაპონიაში დაარსდა. ინოვაციური მიდგომებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული საბურავები მსოფლიოში ცნობილი ავტომბრბოლელებისთვის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ნდობას და ლოიალობას მრავალი წელია ინარჩუნებს. Bridgestone-ის საბურავები ერთნაირად ეფექტურია თოვლიან და სველ ზედაპირზე, უზრუნველყოფს ტრაექტორიის მაქსიმალურ სტაბილურობას. ორმაგი ბორტი და ასიმეტრიული ფორმა სტაბილურ და თანაბარ მოჭიდებას განაპირობებს. თეგეტა მოტორსი Bridgestone-ის საბურავების ოფიციალური წარმომადგენელია, შესაბამისად, სასურველი პროდუქტი, კომპანიის ფილიალებში იაპონური პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ.