დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

Continental-ის საბურავები

ამიერკავკასის საავტომობილო ბაზრის უმსხვილესი კომპანია თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის, Continental-ის საბურავებს აწვდის. მაღალი ხარისხის, მსოფლიოში აპრობირებული პროდუქციით Continental საერთაშორისო მომხმარებლების ნდობას მრავალი წელია ინარჩუნებს. ბრენდის პროდუქცია გამძლეობით და სტაბილურობით გამოირჩევა, რაც ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. თეგეტა მოტორსის ფილიალებში Continental-ის საბურავების შეძენა უსასრულო გარანტიით შეგიძლიათ, რომლის მიხედვით, საგარანტიო პირობები საბურავების პროტექტორის ცვეთის მიხედვით დაანგარიშდება.

 

 

Continental--ის საბურავების უპირატესობები

 

Continental-ის საბურავები, მსოფლიოში ცნობილი, გერმანული წარმოების პროდუქტია, რომელიც მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით იქმნება. Continental-ის უპირატესობები მომხმარებლის კმაყოფილებას და ლოიალობას განაპირობებენ, მათ შორისაა:

  • საწვავის ეკონომია;

  • შემცირებული CO2 გამონაბოლქვი;

  • გამძლეობა;

  • გაუმჯობესებული მართვა;

  • სტაბილურობა ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე;

Continental-ის საბურავები საიმედოობისა და გამძლეობის გამო მყარი რეპუტაციით სარგებლობს. უპირატესობების ფართო სპექტრით, ბრენდის საბურავების შეძენისას მომხმარებელი უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებას იღებს. ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებს, ამიტომ მაღალეფექტური და ინოვაციური პროდუქტის წარმოება Continental-ის მთავარი პრიორიტეტია.

 

Continental--ის ისტორია

 

Continental გერმანიის ლიდერი ბრენდია, რომელსაც საბურავების წარმოების 150 წლიანი ისტორია აქვს. ის მსოფლიოს ინოვატორ კომპანიათა რიგებშია, რომელიც ავტოპროდუქტების მომწოდებელთა ლიდერების ტოპ ხუთეულშია. Continental 24 საწარმოს და საბურავების მიმართულებით პროდუქციის განვითარების ცენტრებს ფლობს. მოწინავე ტექნოლოგიებით კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი ავტომომწოდებლების რიგებშია. Continental-ის საბურავები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რომლის გაუმჯობესების მიზნით კვლევებსა და განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ხორციელდება. 

საქართველოს საავტომობილო ბაზარზე Continental-ის საბურავების ოფიციალური წარმომადგენელი თეგეტა მოტორსია. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში, თქვენს ავტომობილზე მორგებული, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით