გენერალური შეთანხმება
გენერალური შეთანხმება
1. შეთანხმების საგანი
1.1. წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა მომხმარებლის ლოიალობის პროგრამაში ჩართვის, კომპანიაში საქონლის შეძენის, მომსახურების მიღების ან/და საგარანტიო ვალდებულებების შესრულების დროს.
1.2. კომპანია სრულად იზიარებს მომხმარებლის პატივისცემაზე დამყარებულ ქცევის კულტურას და სრულად კრძალავს სამომხმარებლო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. კომპანია მომხმარებელთან ურთიერთობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად, მათ შორის, მოქმედებს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძელზე.
2. ლოიალობის პროგრამა
2.1. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მომხმარებელი ერთვება ლოიალობის პროგრამაში, რაც გულისხმობს მისთვის კომპანიის მიერ განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობის უფლების მინიჭებას.
2.2. მომხმარებლის ლოიალობის პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მას ენიჭება უფლებამოსილება, რომ მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებში.
2.3. ლოიალობის პროგრამით სარგებლობის წესები, ბენეფიტები, რომლითაც შეუძლია, რომ ისარგებლოს მომხმარებელმა და სხვა არსებითი პირობები განსაზღვრულია წესებში და პირობებში, რომელიც გამოქვეყნებულია კომპანიის ვებ-გვერდზე - https://www.tegetamotors.ge/. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს აღნიშულ წესებში ცვლილება, რაც გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე და სავალდებულო ძალის მქონე იქნება ყველა მომხმარებლისათვის, რომელიც ჩართულია „ლოიალობის პროგრამაში“.
3. საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა
3.1 მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში მასა და კომპანიას შორის წარმოიშობა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში კომპანია იღებს მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ვალდებულებას.
3.2 საქონლის შეძენის შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული წესები და პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შეძენა ხორციელდება კომპანიის მისამართზე, მის სერვის ცენტრებსა თუ ფილიალებში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს, რომ დისტანციურად შეიძინოს კომპანიისგან საქონელი, მას შეუძლია ისარგებლოს კომპანიის ვებგვერდით: https://shop.tegetamotors.ge.
3.3 საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას კომპანია მომხმარებელთან ურთიერთობის დროს იყენებს კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში - SAP-ში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერს, რომელზეც მომხმარებელს ეგზავნება ინფორმაცია (მათ შორის, მისთვის მინიჭებული რიგის ნომრის, გახსნილი განაცხადის, შექმნილი ინვოისის, საგარანტიო პირობების შესახებ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შესახებ, რის თაობაზეც მომხმარებელი ინფორმირებულია და წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით/დადასტურებით აცხადებს თანხმობას კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმაზე.
3.4 მომხმარებელი აცნობიერებს, რომ კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ კომპანიის ტერიტორიაზე (სარემონტო ზონა, შოურუმი, სერვისი, ღია ცის ქვეშ ტერიტორია და სხვა) მათ შორის სატრანსპორტო საშუალებაში დატოვებულ/დარჩენილ ნივთებზეც. ამასთან, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას კომპანიის ტერიტორიაზე გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე და მისთვის მიყენებულ ნებისმიერი სახის ზიანზე/ზარალზე, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებას ზიანი მიადგება მესამე პირის მიერ განხორციელებული
განზრახი თუ გაუფრთხილებელი ქმედებით, ასევე, ბუნებრივი მოვლენების/ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შედეგად, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი და ა.შ.
3.5 მომსახურების გაწევის/საქონლის მიღების შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების გაყვანა კომპანიის ტერიტორიიდან. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ უზრუნველყოფს მისი სატრანსპორტო საშუალების გაყვანას კომპანიის ტერიტორიიდან გაფრთხილებიდან (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციით, SMS შეტყობინებით) 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს კომპანიის მფლობელობაში არსებული ტერიტორიის მოცდენის საფასური - 1 დღე-ღამისთვის 10 (ათი) ლარის ოდენობით
(დღგ-ს ჩათვლით).
3.6 მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის შემდეგ ან/და მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისთანავე უზრუნველყოს მისი კუთვნილი, გამოცვლილი სათადარიგო ნაწილების გატანა კომპანიის ტერიტორიიდან, ხოლო მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისას, კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს (მათ შორის გაანადგუროს) გამოცვლილი სათადარიგო ნაწილები.
3.7 მხარეები თანხმდებიან, რომ გაწეული მომსახურების/მიღებული საქონლის თაობაზე კომპანიის მიმართ პრეტენზიის წარდგენის უფლება მომხმარებელს აქვს მომსახურების გაწევიდან/საქონლის მიღებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს კომპანიის მიმართ პრეტენზიის წარდგენის უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ საქონელზე ან მომსახურებაზე ვრცელდება კომპანიის გარანტია.
3.8 მხარეები თანხმდებიან, რომ მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს კომპანიის ქონებას, არ დააზიანოს კომპანიის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ქონება, ხოლო ზიანის მიყენების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
3.9 მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მის მიერ მომსახურების/საქონლის საფასურის ან წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ნებისმიერი გადასახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაზე (რომელიც იმყოფება კომპანიის ტერიტორიაზე) წარმოეშობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მფლობელობითი გირავნობის უფლება.
3.10 მომსახურების/საქონლის მიღების შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მომსახურების/საქონლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მომხმარებელს გადასცეს ამობეჭდილი ფორმით ან გაუგზავნოს ელექტრონულად კომპანიის სამომხმარებლო ბაზაში რეგისტრირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით. მომხმარებელი უფლებამოსილია მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ფორმით წარდგენის სანაცვლოდ, მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსიის გაცემა.
4. კანონისმიერი გარანტია
4.1. მომხმარებლის მიერ კომპანიაში შეძენილ საქონელზე/მიღებულ მომსახურებაზე ვრცელდება გარანტია, რომლის შესახებაც მომხმარებელს SAP-ში მითითებულ ტელეფონის ნომერზე ეგზავნება SMS შეტყობინება. საგარანტიო პირობები, ასევე, განთავსებულია კომპანიის ვებ.გვერდზე https://www.tegetamotors.ge/.
4.2. გარანტია ძალაშია იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მოხმარება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე.
4.3. თუ გარანტიის მოქმედების პერიოდში საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა, რაც კომპანიის შეხედულებისამებრ უპირატესად შესაძლოა აღმოფხვრილი იყოს საქონლის შეკეთებით, ხოლო თუ შეკეთებას არ დაექვემდებარება ნივთი, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ახლით შეცვლა, ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა.
4.4. საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
4.5. საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
4.6. საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა ხორციელდება კომპანიის ხარჯით.
4.7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
4.8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელზე გაცემული იქნება საქონლის/მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ამობეჭდილი ვერსია, მომხმარებლის მიერ საქონელზე/მომსახურებაზე საგარანტიო პირობებით სარგებლობისთვის სავალდებულოა მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეძენილ მომსახურებაზე/საქონელზე საგარანტიო პირობები არ გავრცელდება.
5. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები
5.1. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით/დადასტურებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
ა) არის 18 წელს მიღწეული პირი;
ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, შეთანხმების არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
გ) აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) გაეცნო პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
ე) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
ვ) არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
ზ) მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული. მომხმარებელი/კლიენტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
თ) იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
კ) ხელშეკრულების დადების შემდეგ განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის სათქმელად.
6. დასკვნითი დებულებები
6.1. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით/დადასტურებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიის მიერ განხორციელდეს მისი რეგისტრაცია კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში. რეგისტრაცია გულისხმობს ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების ასახვას. მომხმარებლის მიერ კომპანიის ნებისმიერი საქონლის ან/და მომსახურების შეძენის დროს კომპანიის მიერ შედგენილ და კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) დაცულ დოკუმენტებს აქვს იურიდიული ძალა.
6.2. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერით/დადასტურებით მომხმარებელი ადასტურებს კომპანიის უფლებამოსილებას, რომ მასთან კომუნიკაცია განახორციელოს მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის, სატელეფონო ზარის ან მატერიალური ფორმით შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით.
6.3. შეთანხმებაზე ხელმოწერით/დადასტურებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ დეტალურად გაეცნო შეთანხმების პირობებს და გამოხატავს თანხმობას, რომ კომპანიასთან ურთიერთობის დროს იმოქმედებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა დარეგულირდება სხვა შეთანხმებით, აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ სპეციალურ პირობებსა და წინამდებარე გენერალური შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სპეციალურ პირობებს.
6.4. შეთანხმების განუყოფენ ნაწილს წარმოადგენს „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები“.
6.5. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის/დადასტურების დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
6.6. შეთანხმების ხელმოწერისთანავე/დადასტურებისთანავე ძალას კარგავს წინამდებარე შეთანხმების საგანთან დაკავშირებული მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი სახის შეთანხმება.
6.7. წინამდებარე შეთანხმება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ გენერალური შეთანხმების სტანდარტული პირობები ელექტრონული ვერსია გამოქვეყნებულია შპს „თეგეტა მოტორსის“ შემდეგ ვებ.გვერდზე - https://www.tegetamotors.ge/.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები
1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი და საფუძვლები
1.1. კომპანია
უზრუნველყოფს მისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და დაცვას.
1.2. კომპანია ამუშავებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნობრიობით:
➢ მომხმარებლის ჩართვა „ლოიალობის პროგრამაში“;
➢ მომხმარებლისთვის შეკვეთილი საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა;
➢ „მომხმარებლის“ თანხმობის შემთხვევაში პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება;
➢ საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებული სხვა მიზნობრიობით.
1.3. პერსონალური მონაცემები მუშავდება, თუ არსებობს დამუშავების ერთ-ერთი საფუძველი:
ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
გ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
ე) მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
ვ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კომპანიის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის (მათ შორის, არასრულწლოვანის) უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
კ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
1.4. „მომხმარებელი“ კომპანიასთან გენერალური შეთანხმების გაფორმებისას როგორც
პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი თანხმობას აცხადებს და უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას შეინახოს და დაამუშაოს მისი პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, სქესი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია/მონაცემები.
2. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
2.1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს კომპანიას მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
ბ) მონაცემთა შეგროვების /მოპოვების წყაროს შესახებ;
გ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
დ) მონაცემთა სუბიექტის კანონით გათვალისწინებული უფლებების შესახებ;
ე) მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
ვ) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
ზ) ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი /სავარაუდო შედეგის თაობაზე.
2.2. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
2.3. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, კომპანიასთან გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან /და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
ბ) დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილია გონივრული საფასური მონაცემთა შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან /და მოთხოვნის სიხშირის გამო.
2.4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, გაეცნოს აღნიშნულ მონაცემებს ან /და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი. აღნიშნული ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.
2.5. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან /და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან /და შევსება. მონაცემთა სუბიექტის მიერ ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) მონაცემები უნდა გასწორდეს, განახლდეს ან /და შეივსოს ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი.
2.6. თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტისგან დამოუკიდებლად გამოავლენს, რომ მის ხელთ არსებული მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან /და არასრულია, აღნიშნული გონივრულ ვადაში გასწორდება, განახლდება ან/და შეივსება მონაცემები და მონაცემთა გასწორებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეცნობება მონაცემთა სუბიექტს.
2.7. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) შეწყდება მონაცემთა დამუშავება ან /და მონაცემები წაიშლება ან განადგურდბა ან მონაცემთა სუბიექტს ეცნობება მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტება უარის გასაჩივრების წესი.
2.8. დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, უარი თქვას 2.7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
ბ) მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
გ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად;
დ) მონაცემები მუშავდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლების განხორციელება შეუძლებელს გახდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს დამუშავების მიზნების მიღწევას.
2.9. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების შესახებ ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი მოქმედების განხორციელებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
2.10.მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს,კომპანიას მოსთხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს;
ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მონაცემთა სუბიექტი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას;
გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მონაცემთა სუბიექტს ისინი სჭირდება საჩივრის /სარჩელის წარსადგენად;
დ) მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა;
ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
2.11. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
2.12. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა.
2.13. მონაცემთა სუბიექტს თანხმობის გამოხმობამდე უფლება აქვს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.
3. თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე
3.1 წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით/დადასტურებით მომხმარებელი აცხადებს, რომ მას კომპანიისგან მიღებული აქვს ინფორმაცია, რომ იმისათვის, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ მომხარებელს გაცხადებული ჰქონდეს ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობა აღნიშნულის თაობაზე.
3.2 მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მიუხედავად იმისა, განაცხადებს თუ არა თანხმობას მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, კომპანიისგან შეუფერხებლად მიიღებს მომსახურებას/საქონელს და ჩაერთვება ლოიალობის პროგრამაში.
3.3 აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით/დადასტურებით მომხმარებელი აცხადებს ნებაყოფლობით და ინფორმირებულ თანხმობას, რომ კომპანიამ განახორციელოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის, მათ შორის, მომსახურების ხარისხის შეფასების კვლევის მიზნებისათვის, კერძოდ, უზრუნველყოს ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მოწოდება:
➢ გეგმიური მომსახურებების შესახებ შეხსენებითი სახის ინფორმაცია, ინფორმაცია ფილიალიებისა და სერვის ცენტრების სამუშაო საათების, ხელმისაწვდომობის შესახებ;
➢ ინფორმაცია არსებული შეთავაზებებისა და აქციების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია კომპანიაში არსებული პროდუქციის, მომსახურების, აქციებისა და დაგეგმილი/მიმდინარე ღონისძიებების შესახებ;
➢ ინფორმაცია მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევაში მონაწილეობის მიღების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოხდება მომხმარებლის მიერ პირდაპირ მარკეტინგულ კვლევაში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა მომხმარებელთა კმაყოფილების დონის განსაზღვრის მიზნით; აღნიშნულ შემთხვევაში მომხმარებელი თანახმაა, რომ სატელეფონო ინტერვიუ იყოს დამუშავებული „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აუდიო ჩანაწერი საჭროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას მომხმარებლების კმაყოფილების დონის კვლევისთვის.
➢ სხვა მარკეტინგული სახის შეტყობინებები.
3.4 მომხმარებელი თანახმაა, რომ კომპანიამ განახორციელოს/უზრუნველყოს მისთვის ინფორმაციის მოწოდება/მომხმარებლის მიერ კმაყოფილების კვლევაში მონაწილეობის მიღება, ქვემოთჩამოთვლილი ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით:
➢ ინფორმაციის მიღება/კვლევაში მონაწილეობა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით;
➢ ინფორმაციის მიღება/კვლევაში მონაწილეობა სატელეფონო ზარის მეშვეობით;
➢ ინფორმაციის მიღება/კვლევაში მონაწილეობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
3.5 მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა მისი პერსონალური ინფორმაცია გამოყენებულ იქნას მომხმარებელთა ბაზაში დარეგისტრირებისა და კომპანიის სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენების მიზნით, კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით ან იმ ვადამდე, სანამ მისი მხრიდან კომპანია არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას.
3.6 მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.