დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

tegeta.care

 

თეგეტა ჰოლდინგი, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია ზრუნვის მასშტაბურ კამპანიას ახორციელებს. მიზანი სასიკეთო ცვლილებებისათვის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაერთიანებაა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა პლატფორმა https://tegeta.care/

ვებგვერდი იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს აერთიანებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით, თეგეტა ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას თავადაც შეიტანოს წვლილი იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დონაცია მარტივია და სულ ოთხი ველის შევსებას საჭიროებს. საიტზე განთავსებული ორგანიზაციების სია კი დროთა განმავლობაში მუდმივად განახლდება.

,,ზრუნვა ცვლის სამყაროს“, - ეს სლოგანი პლატფორმასთან ერთად ვიდეორგოლსაც აერთიანებს. ვაჟა-ფშაველას ლექსზე ,,რამ შემქმნა ადამიანად“ სიმღერა Sophie Villy-მ სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნა. ემოციური კადრები და შესრულება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი სასიკეთო ცვლილებებისათვის ერთმანეთზე ზრუნვაც საკმარისია.

 

 

კატებზე ზრუნვის ზამთარი

 

ზრუნვის კამპანიის ფარგლებში თეგეტა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ცხოველთა უფლებების დაცვას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად.

ზამთარში კატები ავტომობილის გახურებულ ძრავსა და საბურავებში იმალებიან, რომ ასე გადაურჩნენ სუსხსა და სიცივეს. ავტომობილის მძღოლების უმეტესობამ კი შესაძლოა უნებლიეთ ცხოველები დააზიანოს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, თეგეტამ “Animal Project”-თან ერთად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიაკატებზე ზრუნვის ზამთარიწამოიწყო.

Animal Project-ისა და თეგეტას ცხოველებზე ზრუნვის კიდევ ერთი ერთობლივი პროექტი ფისოების სტერილიზაციაა, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და რამდენიმე ქალაქში 100 კატის სტერილიზაცია მოხდა. ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას. ცხოველებზე ზრუნვისთვის დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი კატებისთვის სახლებიც დაიდგა, რის საშუალებითაც კატები არა მანქანის საბურავებსა და ძრავში, არამედ თბილ სახლებში გაატარებენ ცივ ზამთარს. 

 

 

 

ქალების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

 

ქალთა გაძლიერება თეგეტასთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, თეგეტა სოციალური საწარმო „ლიდერის“ მხარდამჭერი გახდა.

გორში მდებარე სამკერვალო „ლიდერი“30-მდე ბენეფიციარს აერთიანებს. საწარმო სოციალურად დაუცველ, დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ჭრა-კერვის შესწავლასა და შემდგომ დასაქმებაში ეხმარება.

პარტნიორობის ფარგლებში, თეგეტამ „ლიდერის“ ბენეფიციარების პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელი, მათ საჭიროებებზე მორგებული კურსი შესთავაზა. თეგეტა აკადემიის ტრენერებმა ქალებს „ეფექტური მომსახურების“ ტრენინგი ჩაუტარეს, რომელიც მათ სერვისის გამართვასა და მომხმარებელთან სწორ, ეფექტურ კომუნიკაციაში დაეხმარებათ.

სამკერვალო „ლიდერი“ ასევე წარმოდგენილია პლატფორმაზე Tegeta.Care, საიდანაც შემოსულ თანხას ბენეფიციარებისთვის საკერავი მანქანების შეძენას მოახმარენ. საწარმოში დასაქმებული ქალების უმეტესობის ოცნება სწორედ საკუთარი ბიზნესის დაწყებაა.

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით