დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ვულკანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით

საავტომობილო ბაზარზე ვულკანიზაცია მუდმივად მოთხოვნადია, რადგან ის ისეთ სერვისებს მოიცავს, რომელიც ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ამიერკავკასიის ბაზრის ლიდერი, თეგეტა მოტორსი, მომხმარებლებს ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის სერვის ცენტრებში, ნებისმიერი ტექნიკური მახასიათებლების სატრანსპორტო მოწყობილობის დიაგნოსტირება, შეკეთება და სისტემატური მოვლა შესაძლებელია. მაღალკვალიფიური სპეციალისტები, ავტომობილების საიმედო და ხარისხიანი მოვლისთვის, მსოფლიოში ავტორიზებულ პროგრამებსა და ტექნოლოგიებს იყენებენ. 

 

რა სერვისებს მოიცავს ვულკანიზაცია?

ისეთი გაუმართაობების აღმოსაფხვრელად, რომლებიც თქვენი ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხეს უქმნის, ვულკანიზაციას უნდა მიმართოთ. ვულკანიზაცია ისეთ სერვისებს მოიცავს, როგორიცაა:

  • საბურავების დაბერვა;

  • დაზიანებული საბურავის რეაბილიტაცია;

  • ზეთის შეცვლა;

  • ჰაერისა და ზეთის ფილტრების შეცვლა;

  • სალონის ფილტრის შეცვლა;

  • ხუნდების შეცვლა;

  • სამუხრუჭე დისკის შეცვლა;

რატომ არის მნიშვნელოვანი მანქანის დროულად მიყვანა ვულკანიზაციაში?

ვულკანზიაცია თქვენი ავტომობილის პრობლემებს დროულად აღმოფხვრის. თუ ავტომობილს გარკვეულ პრობლემებს დროულად არ გამოვასწორებთ მომავალში არსებული ხარვეზი უფრო გართულდება, დააზიანებს მანქანის დანარჩენ ნაწილებს და საერთო ჯამში სარემონტო ხარჯებს გაზრდის. 

  • საბურავების დაბერვა;

საბურავებში არსებული რეკომენდირებული წნევა საბურავების გამოყენების ხანგრძლივობას ზრდის, ამიტომ მისი დროული მონიტორინგი და წნევის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება აუცილებელია. როდესაც საბურავებში დაბალი წნევაა, ავტომობილი ანელებს სვლას და არ ემორჩილება საჭეს. ამ შემთხვევაში საწვავის მოხმარება იზრდება, რაც იწვევს გადახურებას და ხანდახან საბურავის გასკდომას. როგორც წესი საბურავის წნევის მნიშვნელობები, მანქანის წონის გათვალისწინებით, ნორმალური და სრული დატვირთვისთვისაა მითითებული.

  • დაზიანებული საბურავის რეაბილიტაცია;

დიაგნოსტიკის პროცესში მექანიკოსი ადგენს ექვემდებარება თუ არა საბურავი აღდგენას. თუ საბურავის შეცვლა აუცილებელი არ არის, სპეციალისტი დაზიანებულ ნაწილს, ხარვეზის სირთულის შესაბამისად, უმოკლეს დროში, აღადგენს. საბურავის რეაბილიტაცია ძალიან მოთხოვნადი მომსახურებაა. აღსანიშნავია, რომ დაზიანებული საბურავის ახლით ჩანაცვლება, აღდგენასთან შედარებით, ბევრად ძვირადღირებულია. 

  • ზეთის შეცვლა;

ზეთის შეცვლა ძრავში ტემპერატურულ რყევებს ამცირებს და ხელს უშლის ავტომობილის ნაწილების კრიტიკულ გადახურებას ან გაყინვას. აქედან გამომდინარე, ზეთის დროული შეცვლისთვის ვულკანიზაციის სერვისით სარგებლობა აუცილებელია, რათა ავტომობილის დანარჩენი ნაწილების დაზიანებამდე არ მივიდეთ.

  • ჰაერისა და ზეთის ფილტრების შეცვლა;

ჰაერის ფილტრის შეცვლა ძრავის ნორმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ჰაერის ფილტრი დაბინძურებული  ნაწილაკებისთვის ბარიერს წარმოადგენს, რომელიც ძრავს სერიოზული დაზიანებებისგან იცავს. ჰაერის ფილტრის დროული შეცვლა საწვავის წვის ეკონომიურობას, სიჩქარის გადართვის ეფექტურობას და ძრავის სიცოცხლისუნარიანობის ზრდას განაპირობებს.

ზეთის ფილტრი ზეთს წმენდს თვალისთვის უხილავი მინარევებისგან, რომელთა სიჭარბე ძრავის ეფექტურობას ამცირებს. ზეთი სხვადასხვა ტემპერატურაზე ძრავის შეზეთვას უზრუნველყოფს, ამიტომ ზეთის ფილტრის დროული შეცვლა მნიშვნელოვანია.

  • სალონის ფილტრის შეცვლა;

დაბინძურებული სალონის ფილტრი ავტომობილში მსხდომი ადამიანების ჯანმრთელობაზე დამაზიანებლად მოქმედებს. ავტომობილის მართვისას თქვენ წინ მყოფი მანქანებიდან გამონაბოლქვი აირები და მავნე ნივთიერებები თქვენი მანქანის სალონში ხვდება. დახურულ სივრცეში კი ამ ნივთიერებების კონცენტრაცია შეიძლება იმაზე ათჯერ მეტი იყოს, ვიდრე ღია სივრცეში. შესაბამისად, თუ სალონის ფილტრი დაბინძურებულია, ვულკანიზაციის სერვისით დაუყოვნებლივ უნდა ისარგებლოთ.

  • ხუნდების შეცვლა;

ავტომობილის მუხრუჭების მუშაობის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს, როგორც სამუხრუჭე ხუნდები, ასევე სამუხრუჭე დისკების ცვეთა. სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა დამუხრუჭების პროცესის ნაწილია, ამიტომ მისი დროული მონიტორინგი და შეცვლა თქვენი უსაფრთხო მგზავრობის წინაპირობაა. 

  • სამუხრუჭე დისკის შეცვლა;

ვიბრაცია დამუხრუჭებისას, საჭესა და საკიდარზე, გარკვეულ სიჩქარეზე, სატერფულზე ფეხის დაჭერისას შეიგრძნობა. აღნიშნული ტიპის დეტონაციები შეიძლება წარმოიშვას სამუხრუჭე დისკის არასწორი ცვეთის შედეგად, რაც ხშირად უხარისხო ხუნდების გამოყენებით არის გამოწვეული. სამუხრუჭე დისკის შესაცვლელად ვულკანიზაციის სწრაფი და ხარისხიანი სერვისებით, დროულად უნდა ისარგებლოთ.

ეწვიეთ თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს

მთელ საქართველოში წარმოდგენილ სერვის ცენტრებში, თეგეტა მოტორსის პროფესიონალთა გუნდი თქვენი ავტომობილის გამართული მუშაობისთვის იზრუნებს. კომპანიის ვულკანიზაცია ისეთ სერვისებს მოიცავს, რომლებიც უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის აუცილებელია. სასურველი მომსახურების დაჯავშნა, მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პირობებით, უკვე ონლაინ შესაძლებელია.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით