დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თვლების შეყრა - რაზვალის გასწორება

თვლების შეყრა (რაზვალის გასწორება) ავტოტექმომსახურების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც  ავტომობილის მარტივად მანევრირებას, შეუფერხებელ მართვას, გეზიდან გადახვევის შემცირებას და საბურავების ხანგრძლივობას განაპირობებს. რაზვალის გასწორება არის სატრანსპორტო საშუალების ბორბლების კორექტირება ძარასთან მიმართებაში. მანქანის კონტროლირება და შესაბამისად, თქვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის მორგებული ბორბლები. ავტომწარმოებლის მიერ მითითებული დაშვების მიხედვით, ავტომობილის გამართულობის უზრუნველსაყოფად, თეგეტა მოტორსში თვლების შეყრის მომსახურების მიღება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალკვალიფიციური ტექნიკოსების დახმარებით შეგიძლიათ.

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული რაზვალი?

ეგრეთ წოდებული რაზვალი არის კუთხე, რომელიც იქმნება ბორბლის სიბრტყესა და ვერტიკალურ ხაზს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ბორბლის ვერტიკალური გადახრა. რაზვალი ნორმაშია მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე ღერძზე ბორბლების ზედა ნაწილები უფრო შორს არის, ვიდრე ქვედა. ეს ტიპი შეგნებულად სატვირთო მანქანებზეა მორგებული, რადგან დატვირთვის დროს ბორბლები ნულამდე დადის. დარღვეული რაზვალის დროს, ერთსა და იმავე ღერძზე მდებარე ბორბლების ზედა ნაწილები უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ქვედა. როდესაც ერთსა და იმავე ღერძზე ბორბლების ზედა და ქვედა ნაწილებს შორის მანძილი ერთი და იგივეა, ამ დროს გარანტირებულია რეზინის მინიმალური ცვეთა.

თქვენი ავტომობილის ეგრეთ წოდებული რაზვალის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. თვლების შეყრა (რაზვალის გასწორება) ისეთი მომსახურების ტიპია, რომლის ინტენსივობაც დამოკიდებულია:

  • მძღოლის მართვის მანერაზე;

  • ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებზე;

  • გზის საფარის ზედაპირზე;

  • ყველა ისეთ ნიშანზე, რაც ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს;

რაც უფრო არადამაკმაყოფილებელია ექსპლუატაციის პირობები, მით უფრო ინტენსიურად უნდა მოხდეს შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში რაზვალის კორექტირება.

როგორ მივხვდეთ სჭირდება თუ არა მანქანას თვლების შეყრა?

თვლების შეყრა (რაზვალის გასწორება) ავტომობილის უსაფრთხოდ მართვისთვის აუცილებელია. დამუხრუჭებისას თქვენი ავტომობილის გვერდზე გადაცურების მიზეზი ბორბლების განლაგებებს შორის განსხვავება შეიძლება იყოს. თუ რაზვალი დარღვეულია, მაშინ დამუხრუჭების დროს საჭე შეიძლება უფრო მცირე კუთხისკენ შემობრუნდეს. თუ ავტომობილი სწორ ხაზზე მოძრაობს, მანქანა არ აშორებს ერთ კუთხეს მეორეს კომპენსაციის მიზნით, ანუ რაზვალის გამო ის ერთი მიმართულებით იწევს. თუ ავტომობილის თვლების შეყრა აუცილებელია, მნიშვნელოვანია სერვის ცენტრში დროულად მოხდეს მისი მიყვანა, რათა სავალი ნაწილები არ დაზიანდეს. არასწორი განლაგების რაზვალი შემდეგი ნიშნებით იჩენს თავს:

  • თუნდაც დაბალ სიჩქარეზე მოხვევისას ბორბლები ღრიალს იწყებს;

  • წინ მართვისთვის საჭე ოდნავ უნდა იყოს დახრილი მარცხნივ ან მარჯვნივ;

  • თუ საჭეს მიუშვებთ, მანქანა მარჯვნივ ან მარცხნივ გადავა;

  • საბურავები არათანაბრად ცვდება; 

  • მოხვევის შემდეგ საჭე ნორმალურად არ უბრუნდება საწყის მდგომარეობას, ავტომობილი არ მოძრაობს მართვის ადეკვატურად;

საჭის შეკეთების, ამორტიზატორების გამოცვლის ან ბერკეტების დაშლის  შემდგომ აუცილებელია თვლების შეყრა პროფესიონალ მექანიკოსს ანდოთ. სწორად განხორციელებული თვლების შეყრა, ნებისმიერ ზედაპირზე,  თქვენი ავტომობილის სტაბილურ მოძრაობას განაპირობებს. ის ამცირებს საბურავების ცვეთას, მოცურების ალბათობას და საწვავის ეკონომიური ხარჯვის საშუალებას იძლევა. 

ეწვიეთ თეგეტა მოტორსის ფილიალებს

თვლების შეყრა (რაზვალის გასწორება) საქართველოს ავტოტექმომსახურების ბაზრისთვის მოთხოვნადი სერვისია, ამიტომ თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს მაღალხარისხიან, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობს. აღნიშნული მომსახურების გასაწევად, თეგეტა მოტორსი, უნიკალურ დანადგარებს იყენებს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში კომპანიის ექსკლუზივს წარმოადგენს. კომპანიის სერვის ცენტრებში მაღალპროფესიონალური მომსახურების მისაღებად სასურველი სერვისის დაჯავშნა უკვე ონლაინ შესაძლებელია. თეგეტა მოტორსი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და ხარისხზე ორიენტირებული მომსახურებით ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით