დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მანქანის ჰაერის ფილტრის შეცვლა

დღესდღეობით, მანქანის ჰაერის ფილტრის შეცვლა ავტოტექმომსახურების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტომფლობელი ჰაერის ფილტრს ავტომობილის მნიშვნელოვან კომპონენტად არ მიიჩნევს, მისი დროული შეცვლა თქვენს მანქანას უფრო ძლიერი დაზიანებებისგან იცავს, ამიტომ საავტომობილო ბაზარს, თეგეტა მოტორსი ჰაერის ფილტრის შეცვლის სწრაფ და ხარისხიან სერვისს მრავალი წელია სთავაზობს.  

 

რატომ არის საჭირო ჰაერის ფილტრის შეცვლა?

ჰაერის ფილტრის შეცვლა ძრავის მუშაობაზე აისახება და მის ოპტიმალურ ფუნქციონირებას განაპირობებს. ჰაერის ფილტრი მტვრის და სხვა დაბინძურებული  ნაწილაკებისთვის ბარიერს წარმოადგენს. ჰაერის ფილტრის დაბინძურებამ ძრავის სერიოზული დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის საავტომობილო მექანიზმის ის კომპონენტი, რომელიც არაერთ სარგებელს, მათ შორის საწვავის წვის ეკონომიურობას, სიჩქარის გადართვის ეფექტურობას და ძრავის სიცოცხლისუნარიანობის ზრდას განაპირობებს.

  • სასწვავის წვის ეკონომიურობა

ჰაერის ფილტრის შეცვლა,ავტომობილის მოდელის მიხედვით, ძრავის ეფექტურ მუშაობას და საწვავის ეკონომიური წვის შესაძლებლობას განაპირობებს. როდესაც საწვავის ნარევში მცირე რაოდენობის ჰაერია, საწვავი ცუდად იწვის და ძრავის სიმძლავრე მცირდება. ამ დროს მძღოლი ხშირად აჭერს პედალს სიჩქარის გასაზრდელად, რაც საწვავის მოხმარებას ზრდის. ჭუჭყიანი ან დაზიანებული ჰაერის ფილტრი ზღუდავს ჰაერის იმ რაოდენობას, რომელიც თქვენი მანქანის ძრავს უნდა მიეწოდებოდეს. ვინაიდან ძრავს ყოველი ლიტრი საწვავის დასაწვავად, 10000 ლიტრზე მეტი ჟანგბადი სჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ დაზიანებული ფილტრის გამო ჰაერის ნაკადი არ შეიზღუდოს.  

  • სიჩქარეთა გადართვის ეფექტურობა

ჩაკეტილი ჰაერის ფილტრი ძრავში ჰაერის ნაკადს ამცირებს, რაც გავლენას ახდენს მანქანის გამონაბოლქვის სისტემაზე. ჰაერისა და საწვავის არასწორმა ნარევმა შესაძლოა მართვის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჰაერის დაბინძურებული ფილტრი ჰაერ-საწვავის დისბალანსს იწვევს, რამაც შეიძლება ძრავის შენელებული ფუნქციონირება გამოიწვიოს. დისბალანსი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი მანქანის გამონაბოლქვის სისტემაზე. გაზრდილი ჰაერის ნაკადი კი, პირიქით, ძრავს სწორად მუშაობის საშუალებას აძლევს, ამცირებს საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს, რაც სიჩქარის გადართვის ეფექტურობაზე აისახება.

  • ახანგრძლივებს ძრავის სიცოცხლისუნარიანობას

დაზიანებული ჰაერის ფილტრის გავლით უმცირეს ნაწილაკსაც კი შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ძრავის ისეთ შიდა ნაწილებს, როგორიცაა ცილინდრები და დგუშები. მსგავსი ნაწილების შეკეთება საკმაოდ ძვირადღირებულია, ამიტომ ჰაერის ფილტრის რეგულარულად შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. სუფთა ჰაერის ფილტრი ჰაერიდან ჭუჭყისა და ნამსხვრევების დასაჭერადაა შექმნილი, რაც ხელს უშლის ძრავში მათ შეღწევას და მოსალოდნელ სარემონტო ხარჯებს ამცირებს.

 

როდის არის საჭირო ჰაერის ფილტრის შეცვლა?

თქვენი ავტომობილის ჰაერის ფილტრები ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში  უნდა შეიცვალოს თუმცა, თქვენი მანქანის გამართული მუშაობის შესანარჩუნებლად,  ჰაერის ფილტრების შეცვლა, მინიმუმ ყოველ 10,000 - 15,000 კილომეტრის გავლის შემდეგ არის რეკომენდირებული. ეს ინტერვალი უნდა შემცირდეს, თუ ხშირად მართავთ მტვრიან პირობებში.  შესაბამისი ჩანაცვლებისთვის, უმჯობესია, პროფესიონალური ავტოტექმომსახურებით ისარგებლოთ.

როგორ ხდება ჰაერის ფილტრის გამოცვლა?

  • პროფესიონალი ტექნიკოსი ხსნის ჰაერის ფილტრის ყუთს;

  • იღებს დაზიანებულ/დაბინძურებულ ფილტრს;

  • ანაცვლებს მას ახალი ფილტრით, რომელიც თქვენი ავტომობილის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდირებული;

ჰაერის ფილტრის შეცვლა რამოდენიმე წუთიანი პროცესია, რომელიც სამომავლოდ ავტომობილის ბევრად რთულ დაზიანებებს აგარიდებთ თავიდან.

დაჯავშნე სერვისი თეგეტა მოტორსში

ჰაერის ფილტრის შეცვლა მარტივი, სწრაფი და იაფია. თუმცა, ბაზარზე ხელმისაწვდომი ჰაერის ფილტრებს შორის ოპტიმალური არჩევანის გასაკეთებლად პროფესიონალი ტექნიკოსის მომსახურების მიღება აუცილებელია. იმისთვის, რომ ჰაერის ფილტრის შეცვლა თქვენთვის ხარისხიანი და სწრაფი გამოცდილება გახდეს, ამიერკავკასიის ბაზრის ლიდერის, თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს უნდა ეწვიოთ. ავტოტექმომსახურების ნომერ პირველი მომწოდებელი მომხმარებელზე მორგებულ სერვისებს გთავაზობთ, რომელთა დაჯავშნა უკვე ონლაინ შესაძლებელია.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით