დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ქალთა გაძლიერება

პროფესიას არ აქვს გენდერი

პირველად საქართველოში, პროექტის #პროფესიასარაქვსგენდერი ფარგლებში „თეგეტამ“ ქალებს სატვირთოს მექანიკოსობის შესაძლებლობა მისცა. კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციის — „მოძრაობა ცვლილებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება და ითვალისწინებს გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრას.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, როგორც ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია, აქტიურად ჩაერთო პროექტში. მექანიკოსობით დაინტერესებულმა ქალებმა „თეგეტა აკადემიაში“ სატვირთო ავტომობილის აგებულების ერთთვიანი თეორიული კურსი გაიარეს. ისინი ახლა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში პრაქტიკულ სამუშაოებში არიან ჩართული, ხოლო სწავლების დასრულების შემდეგ კი პროექტში მონაწილე ქალები სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდებიან.

ქალთა გაძლიერების მხარდაჭერის ფარგლებში „თეგეტა“ ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ ქალებს ტრენინგებსა და დასაქმების პროექტებს ინტენსიურად შესთავაზებს.

 

ქალთა რალი

თეგეტასთვის ქალთა გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, წელს, თეგეტა სათავგადასავლო რალი რეიდის პარტნიორი გახდა. გარდა ამისა, კომპანია შეჯიბრების ერთ-ერთი ეკიპაჟის, საქართველოში ცნობილი რალისტების, მაო გოშაძისა და მარიამ ნანობაშვილის მხარდამჭერია.

თეგეტა მომავალშიც გააგრძელებს დედა-შვილის წარმატებული ტანდემის გვერდში დგომას და მათთან ერთად ქალთა გაძლიერებაზე ზრუნვას.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით