ზეთები
ზეთი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია. ავტომობილის გადაადგილებისას მისი მოძრავი ნაწილები ერთმანეთს დიდი სიხშირითა და სიმძლავრით ეჯახება და სითბოს გამოიმუშავებს. ავტომობილის ზეთი ამ ნაწილებისთვის გარსს ქმნის და სითბოს ნაწილს შთანთქავს. ამგვარად ხდება ძრავის შიდა კომპონენტების შეზეთვა, გაგრილება და გაწმენდა, რაც ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. გარდა ამისა, ზეთი ხელს უშლის ძრავაში ჭუჭყის დაგროვებას და სამომავლოდ ამ დანალექისგან გამოწვეული პრობლემებისგან გვიცავს.
ზეთის შერჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხს. არასწორად შერჩეული, უხარისხო ზეთი ნალექს და ნამწვს აგროვებს, რამაც შესაძლოა, ძრავის დაზიანება გამოიწვიოს. ავტომწარმოებლები გასცემენ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რომელია კონკრეტული მოდელის შესაბამისი ზეთები. ამ ინფორმაციას სარეგისტრაციო მოწმობაზე, VIN კოდით ამოიკითხავთ. ინსტრუქციების უგულებელყოფით სავალალო შედეგებამდე შეიძლება მიხვიდეთ, ამიტომ ზედმიწევნით მიჰყევით პროფესიონალთა რჩევებს.
ზეთი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე აუცილებელ მოთხოვნას:
- ძრავის დეტალები დაიცვას კოროზიისგან
- დაიცვას დეტალები, შექმნას მათ ზედაპირზე დამცავი გარსი, რაც ხელს შეუშლის ავტომობილის ნაწილებს ხახუნისას გაცვეთასა და გადახურებას
- შეეძლოს ნამწვის ზედაპირიდან ჩამორეცხვა
- შეინარჩუნოს თავისი თვისებები მაღალი ტემპერატურის პირობებშიც
ძრავის ზეთი
ძრავის ზეთის სამი სხვადასხვა ნაირსახეობა არსებობს:
-
მინერალური
-
ნახევრად სინთეტიკური
-
სინთეტიკური
რა განსხვავებაა მინერალურ და სინთეტიკურ ზეთებს შორის
სინთეტიკური ზეთის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი სხვა სახეობის ზეთის შემდეგ, მხოლოდ ძრავის გამორეცხვის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ მინერალური ზეთიც ნავთობპროდუქტია, თუმცა ის ნავთობის რაფინირებისა და დისტილაციის ტექნოლოგიებით იწარმოება.
რატომ უნდა ვცვალოთ ზეთი
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილების წარმოება ახლად დაწყებული იყო, ძრავს გაუფილტრავი ზეთი მიეწოდებოდა, რის გამოც საშუალო გარბენი რამდენიმე კილომეტრს აღწევდა. უდიდესი ცვლილება იყო ის გადაწყვეტილება, რომ ჰაერი, ზეთი და საწვავი გაეფილტრათ.
ზეთის სისტემატურად შეცვლა ძრავას დაზიანებისგან იცავს და მის სიცოცხლისუნარიანობას საგრძნობლად ახანგრძლივებს. მისი ძირითადი დანიშნულებაც სწორედ ეს არის.
როგორ ვხვდებით რომ ზეთი შესაცვლელია
უმეტეს შემთხვევაში, შესაცვლელი ზეთი საგრძნობლად გამუქებული ან გაშავებულია, თუმცა პირველ რიგში, ასეთ დროს გარბენის შუალედი უნდა დაიცვათ. დააკვირდით იმ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ძრავის ზეთი დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს:
-
წვის სუნი
-
ზეთის გაჟონვის კვალი
-
ზეთის წნევის გამაფრთხილებელი შუქი
-
ძრავის გადახურება
-
ძრავა ნაკლებად ეფექტურად მუშაობს
სპეციალისტები გვირჩევენ, ზეთის მდგომარეობა კვირაში ერთხელ მაინც შევამოწმოთ. დღეს უკვე თანამედროვე ავტომობილების უმრავლესობა ე.წ ზეთის შეცვლის მონიტორინგის სისტემით არის აღჭურვილი, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს განვლილ მანძილს, პერიოდსა და ზეთის დეგრადაციის ხარისხს. ასეთ დროს საინფორმაციო დაფაზე გამოისახება სპეციალური მანიშნებელი, რომელიც მძღოლს ზეთის შეცვლის შესახებ ამცნობს.
რა სიხშირით უნდა ვცვალოთ ზეთი
დროთა განმავლობაში, ავტომობილის ზეთი კარგავს თავის სასარგებლო მახასიათებლებს და უფუნქციო ხდება. ამიტომ, რეკომენდებულია, მაქსიმუმ 1 წლის დაძველების ზეთის შეცვლა.
თეგეტა მოტორსის სპეციალისტების რჩევაა, ახალი ავტომობილების შემთხვევაში, საშუალოდ ყოველი 8, 000-დან 10, 000 კმ - მდე განვლილი მანძილის შემდგომ გამოცვალოთ ძრავის ზეთი. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. გააჩნია, ავტომობილის მოდელს, როგორ პირობებში გიწევთ მართვა, რამდენად ხშირად მოიხმართ, როგორ უვლით და ეპყრობით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სხვადასხვა ავტომწარმოებელი განსხვავებულ ვადას გვაძლევს.
გადაცემათა კოლოფის ზეთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთი დროულად შეიცვალოს, რადგან ამან სამომავლოდ ბევრი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, ზეთის შეცვლიდან მომდევნო შეცვლამდე პერიოდი დამოკიდებულია გადაცემათა კოლოფის სისტემასა და ავტომობილის მართვის სტილზე. საშუალოდ ეს შუალედი 50-დან 80 000 კილომეტრამდე მერყეობს.
ავტომობილის ზეთების არჩევანი თეგეტა მოტორსში
თეგეტა მოტორსი საერთაშორისო ბრენდების უმაღლესი ხარისხის, მინერალურ, ნახევრად სინთეტიკურ და სინთეტიკურ ზეთებს გთავაზობთ. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი ბრენდების პროდუქცია:
SHELL - ბრიტანული ბრენდი მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად მიიჩნევა. Shell არის პირველი კომპანია, რომელმაც გამოიყენა GTL – ბუნებრივი აირის გათხევადების ტექნოლოგია საწვავისა და ზეთის წარმოებაში, რაც ძრავის ზეთის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.
MOBIL - ამერიკული ბრენდის, პროდუქციის ხარისხი დამტკიცებულია როგორც ლაბორატორიულად, ისე მილიარდობით კილომეტრის პრაქტიკული გამოყენებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Mobil-ის ზეთები გამოირჩევა მაღალი თერმული სტაბილურობით, რაც უზრუნველყოფს ძრავის დაცვას მაღალი ტემპერატურების პირობებში.
PETRONAS - მალაიზიური ბრენდი უკვე 50 წელია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ზეთებით ამარაგებს. პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით სარგებლობს პოპულარობით. PETRONAS ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კორპორაციაა.
MOTUL - ფრანგული ბრენდი ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას და ცნობილია სინთეტიკური ზეთებით. MOTUL-ის ზეთები სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებაზეა მორგებული.
FUCHS TITAN - გერმანული ბრენდი სხვადასხვა ტიპის ზეთებს აწარმოებს. პროდუქცია სხვადასხვა ავტომწარმოებელთან შეთანხმებით არის შექმნილი და სრულად ერგება თანამედროვე ძრავებს.
ზეთები, ძრავის ზეთები, გადაცემათა კოლოფის ზეთები