თეგეტა ქარდი
შპს „თეგეტა მოტორსის“ ლოიალობის პროგრამით სარგებლობის წესი
1. ზოგადი დებულებები
1.1. შპს „თეგეტა მოტორსის“ (შემდგომში - „კომპანია“) ლოიალობის პროგრამით სარგებლობის წესის (შემდგომში - „წესი“) შემუშავების მიზანს წარმოადგენს კომპანიის მომხმარებლებთან უკუკავშირის დამყარება, ერთგული მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შეთავაზება,კომპანიის გაყიდვების ზრდის სტიმულირება, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლება და მარკეტინგული აქტივობების მეშვეობით კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაცია;
1.2. წესი ითვალისწინებს კომპანიის მომხმარებლის (ფიზიკურ პირებზე) კომპანიის ლოიალობის პროგრამაში ჩართვის, შესაბამისი სტატუსების მინიჭების/ცვლილების, პროგრამით სარგებლობის წესებსა და პირობებს;
1.3. კომპანიის ლოიალობის პროგრამაში მომხმარებლის ჩართვა ითვალისწინებს მომხმარებლისთვის უფლებამოსილების მინიჭებას მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს კომპანიის მიერ გამოცხადებულ აქციებში და აღნიშნული აქციების ფარგლებში მიიღოს საქონელი/მომსახურება ან/და ისარგებლოს ამ წესით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებით;
1.4. ამ წესის მიზნებისთვის, მომხმარებლის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი და დოკუმენტის მოქმედების ვადა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი ან/და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია კომპანიაში ბარათთან ერთად წარმოადგინოს პასპორტი;
1.5. კომპანიის საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რომლებზეც ვრცელდება ლოიალობის პროგრამით გათვალისწინებული პირობები, განისაზღვრება კომპანიის უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
2. სტატუსის კატეგორიები
2.1. მომხმარებელს მიენიჭება კომპანიაში არსებული ერთერთი შემდეგი სტატუსი:
➢ „CLASSIC STATUS “ - „კლასიკ“ სტატუსი;
➢ „SILVER STATUS“ – „ვერცხლის“;
➢ „GOLD STATUS“ – „ოქროს“ სტატუსი;
➢ „PLATINUM STATUS ” – “პლატინის“ სტატუსი;
➢ „VIP STATUS ” – „ვი-აი-პი“ სტატუსი;
2.2. კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მინიჭებული სტატუსის შენარჩუნება ან ცვლილება დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ კომპანიაში შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულებაზე;
2.3. „კლასიკ“ სტატუსი ენიჭება კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში დარეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც კომპანიასთან გაფორმებული აქვს გენერალური შეთანხმება;
2.4. თუ მომხმარებელი, რომელაც მინიჭებული აქვს „CLASSIC STATUS“-ს, კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში დარეგისტრირებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში კომპანიაში შეიძენს არანაკლებ 700 (შვიდასი) ლარის ღირებულების საქონლს ან/და მომსახურებას, ავტომატურად მიენიჭება „SILVER STATUS“. ამასთან, თუ მომხმარებელი „SILVER STATUS“ მინიჭებიდან ყოველი შემდგომი 1 (ერთი) წლის განმავლობაში კომპანიაში შეიძენს არანაკლებ 300 (სამასი) ლარის ღირებულების საქონლს ან/და მომსახურებას მომხმარებელს შეუნარჩუნდება აღნიშნული სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეეცვლება სტატუსი და დაუბრუნდება „CLASSIC STATUS“-ს;
2.5. თუ მომხმარებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს „SILVER STATUS“, აღნიშნული სტატუსის მინიჭებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში კომპანიაში შეიძენს არანაკლებ 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების საქონლს ან/და მომსახურებას, მას ავტომატურად მიენიჭება „GOLD STATUS“. ამასთან თუ მომხმარებელი „GOLD STATUS“ მინიჭებიდან ყოველი შემდგომი 1 (ერთი) წლის განმავლობაში კომპანიაში შეიძენს არანაკლებ 700 (შვიდასი) ლარის ღირებულების საქონლს ან/და მომსახურებას მომხმარებელს შეუნარჩუნდება აღნიშნული სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეეცვლება სტატუსი და დაუბრუნდება „SILVER STATUS“-ს;
2.6. თუ მომხმარებელი, რომელიც ფლობს „GOLD STATUS“-ს, აღნიშნული სტატუსის მისთვის მინიჭებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში კომპანიაში შეიძენს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების საქონლს ან/და მომსახურებას, შეეცვლება სტატუსი და მიენიჭება „PLATINUM STATUS“. ამასთან, თუ მომხმარებელი „PLATINUM STATUS“ სტატუსის მინიჭებიდან ყოველი შემდგომი 1 (ერთი) წლის განმავლობაში კომპანიაში შეიძენს არანაკლებ 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ღირებულების საქონლს ან/და მომსახურებას მომხმარებლს შეუნარჩუნდება აღნიშნული სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეეცვლება სტატუსი და დაუბრუნდება „GOLD STATUS“-ს;
2.7. „VIP STATUS” სტატუსი მინიჭებასა და გაუქმებაზე გადაწყვეტილებას იღებს კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
2.8. მომხმარებელი, კომპანიის მიერ განსაზღვრულ საქონლის/მომსახურების შეძენისას, სარგებლობს წინამდებარე წესით გათვალისწინებული ქეშბექით/ფასდაკლებით;
2.9. იმ მომხმარებლების მიერ კომპანიაში საქონლის/მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, რომელსაც შპს „თეგეტა რითეილის“ (ს/კ: 405408811) მიერ გადაცემული ჰქონდა შპს „თეგეტა რითეილი“ ლოიალობის ბარათები, შენარჩუნებულ იქნება შპს „თეგეტა რითეილში“ მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების სრული ღირებულების შესახებ ისტორია და აღნიშნულ ღირებულებას დაემატება „კომპანიაში“ შეძენილი საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება, რაც იქნება წინამდებარე მუხლის შესაბამისად სტატუსის ცვლილების წინაპირობა;
2.10. წინამდებარე მუხლის 2.6 პუნქტის მიზნებისთვის, კომპანია უფლებამოსილია შპს „თეგეტა რითეილისგან“ (ს/კ: 405408811) გამოითხოვოს აღნიშნულ კომპანიაში მომხმარებლის მიერ შესყიდული საქონლის/პროდუქციის ან/და მომსახურების სრული ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
3. მომხმარებლის რეგისტრაცია
3.1. მომხმარებლის რეგისტრაციის დროს კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) მითითებულ უნდა იქნას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, მომხმარებლის:
➢ სახელი, გვარი;
➢ პირადი ნომერი;
➢ დაბადების თარიღი;
➢ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
➢ სქესი;
➢ მოქალაქეობა;
➢ მისამართი;
3.2. მომხმარებლის რეგისტრაციის დროს, მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფორმდება გენერალური შეთანხმება;
3.3. მომხმარებლისთვის მინიჭებული სტატუსის გამოყენება შეუძლია მხოლოდ სტატუსის მფლობელს;
3.4. მომხმარებელს არ შეუძლია სხვა პირისთვის მინიჭებული სტატუსის გამოყენება;
3.5. წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის, შპს „თეგეტა რითეილის“ (ს/კ: 405408811) ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში (SAP) დარეგისტრირებული მომხმარებლის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ავტომატურად გენერირდება კომპანიის ბიზნეს პროცესების მართვის სისტემაში.
4. ქეშბექი
4.1. სტატუსების მიხედვით, მომხმარებელი სარგებლობს ქეშბექით, კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საქონლისა ან/და მომსახურების შეძენის დროს, ამავე ბრძანებით დამტკიცებული ოდენობით;
4.2. ქეშბექი ხორციელდება მომხარებლისთვის ქულების დარიცხვის საშუალებით;
4.3. 1 (ერთი) ქულის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 (ერთი) ლარს;
4.4. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ქეშბექი იმოქმედებს მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საქონელსა ან/და მომსახურების შეძენის შემთხვევაში.
4.5. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა და დაგროვება ხორციელდება ყოველი კალენდარული წლის ჭრილში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო კალენდარული წლის 01 იანვრიდან წინა წელს დაგროვებული ქულები ნულდება;
4.6. „PLATINUM STATUS“ ან „VIP STATUS”-ის მფლობელ მომხმარებლ(ებ)ს ქეშბექი ერიცხებათ ინდივიდუალურად, კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით
დადგენილი ოდენობებით.
5. ფასდაკლება
5.1. სტატუსის კატეგორიების მიხედვით, მომხმარებელი სარგებლობს ფასდაკლებით, კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ბრძანებით დამტკიცებული საქონლისა ან/და მომსახურების შეძენის დროს, ამავე ბრძანებით დამტკიცებული ოდენობით;
5.2. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ფასდაკლება იმოქმედებს მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საქონელსა ან/და მომსახურების შეძენის
შემთხვევაში.
5.3. ,,PLATINUM STATUS“ ან „VIP STATUS”-ის მფლობელი მომხმარებლ(ებ)ი ფასდაკლებით ისარგებლებენ ინდივიდუალურად, კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის
გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობებით;
6. სტატუსის გაუქმება
6.1. სტატუსის გაუქმებას ახორციელებს კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტი;
6.2. სტატუსი ექვემდებარება გაუქმებას იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ბიზნეს პროცესების მართვის სისტემის (SAP) სამომხმარებლო ბაზაში გაყიდვების საცალო არხიდან გადაინაცვლებს სხვა ნებისმიერ გაყიდვების არხში;
6.3. სტატუსი ექვემდებარება კომპანიის მიერ ცალმხრივად გაუქმებას, თუ მომხმარებელი შემჩნეული იქნება სტატუსის გამოყენების თაღლითურ ქმედებაში ან იარსებებს მის მიმართ თაღლითური ქმედების გონივრული ეჭვი. მომხმარებლის მიერ განხორციელებული თაღლითური ქმედება შესაბამისი პირის მიერ უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული;
6.4. თუ მომხმარებელს არასწორად სტატუსი, კომპანია იტოვებს უფლებამოსილებას გააუქმოს იგი.