თეგეტა მოტორსი 1995 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ის ბაზარზე შპს „ავტოექსპორტის„ სახელით იყო წარმოდგენილი და მისი პირველი მაღაზია თბილისში, ვაჟა - ფშაველას გამზირზე მდებარეობდა. 2001 წლიდან ბაზარზე უკვე „თეგეტა მოტორსის“ სახელით ოპერირებს და დღეს უკვე ჰოლდინგის მასშტაბითაა წარმოდგენილი, რომელიც 26 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში..
ჰოლდინგი ამიერკავკასიის მასშტაბით 26 ფილიალით არის წარმოდგენილი, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში და აზერბაიჯანში.
თეგეტა - ეს არის ბიზნესის 25 წლიანი წარმატების ისტორია, რომელიც 400 000 მდე საცალო, 4000 მდე საბითუმო და 35 000 მდე კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.
2020 წელს დაარსდა ,თეგეტა ინდასტრი“ რომელიც ოპერირებს სამრეწველო სფეროში და არის სამრეწველო დანიშნულების ისეთი პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორი, როგორებიც არის, ქვის სამტვრევი დანადგარები და მათი ნაწილები, ბეტონის ქარხნები, საკონვეიერო ლენტებიფოლადის გვარლები და ა. შ. ამასთან ერთად ,,თეგეტა ინდასტრი“ მომხხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - სამონტაჟო, საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.
თეგეტა ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ჯამში 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. ჰოლდინგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2009 წლიდან ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გერმანული პროგრამა SAP დანერგა, წარმატებით გაიარა ინსპექტირების გარე საკონტროლო აუდიტი, დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის ISO 18001:2007 და გარემოს დაცვის მენეჯმენტის ISO 14001:2015 სტანდარტები. თეგეტა მოტორსი არის პირველი ქართული კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან, რომელმაც Fitch -ის რეიტინგი მიიღო და ევროპულ საკრედიტო რეიტინგს BB–ს (BB მინუსს) ფლობს.
მუდმივი ინოვაციების დანერგვა და ციფრული ტრანსფორმაცია ჰოლდინგის წარმატების საფუძველია:
თეგეტა მოტორსის უნიკალური სერვისის, “თეგეტა კომფორტის” საშუალებით კომპანია თავის კლიენტებს ავტომობილის სერვის ცენტრში მისვლის გარეშე შეკეთების საშუალებას აძლევს. ამ სერვისის განხორციელებით თეგეტა მოტორსი უქმნის კომფორტს მათ, ვინც აფასებს დროს და არჩევს, თავიდან აირიდოს პრობლემის გადაჭრის პროცედურები.
თეგეტა ერთ ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში, საავტომობილო სფეროში ელექტრონული კომერცია შესთავაზა სამომხმარებლო ბაზარს. TEGETASHOP.ge - ს საშუალებით მომხმარებელს შეუძლია თეგეტას ასორტიმენტში არსებული ნებისმიერი პროდუქცია შეიძინოს სახლიდან გაუსვლელად.
საინფორმაციო საიტი და დამხმარე სახელმძღვანელო პორტალი MYCARHISTORY, როგორც საცალო, ისე კორპორაციულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მოიძიონ ინფორმაცია ავტომობილზე, ან/და ავტოპარკზე გაწეულ ნებისმიერ სერვისზე თეგეტა მოტორსის ცენტრებში, ნახონ თეგეტაში შეძენილი პროდუქციის ინვოისები, გაფილტრონ სხვადასხვა ნიშნით და ისარგებლონ ონლაინ რეზერვაციით ნებისმიერ ფილიალში, ნებისმიერ სერვისზე,
თეგეტა მოტორსი მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში უნიკალურ მულტიფუნქციურ სადიაგნოსტიკო მოწყობილობას G – CONNECT, რომელის საშუალებითაც, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აკონტროლოს თავისი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა და გაუმართაობის შემთხვევაში ონლაინ დაგეგმოს სერვისი თეგეტა მოტორსის ნებისმიერ სერვის ცენტრში, გარდა ამისა, პროგრამას გააჩნია ჯიპიესის სტანდარტული ფუნქცია და დამატებითი ოფციები, რომელიც მომხმარებლის კომფორტზე არის ორიენტირებული.
2016 წელს კომპანიამ წარმატებით განახორციელა პროექტი tax free. პროექტს საფუძვლად დაედო საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რომელიც გულისხმობს არარეზიდენტი პირების ავტომობილებზე დამონტაჟებული საბურავების დღგ-ს გადასახადის დაბრუნებას. ამ ეტაპზე პროექტი წარმოდგენილია 4 მობილური სერვისის ავტომობილით და 4 სავაჭრო ობიექტით.
კომპანიის ერთ - ერთ უმთავრეს ღირებულებას სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს. ამ კუთხით ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, ინოვაციების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა,.
თეგეტა ერთადერთი კომპანიაა ინდუსტრიაში, რომელიც ავტორიზებულ პროფესიულ კოლეჯს „თეგეტა აკადემიას ფლობს“ და ყოველწლიურად ასეულობით ახალ კადრს ამზადებს საავტომობილო სფეროსთვის. თეგეტა აკადემია, როგორც ჰოლდინგის შვილობილი კომპანია 2017 წელს დაარსდა და 2019 წელს ოფიციალურად მიიღო პროფესიული კოლეჯის სახელმწიფო ავტორიზაცია. მისი მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში.
მრავალი წლის მანძილზე განხორციელებული არაერთი სოციალური, თუ საქველმოქმედო პროექტის საფუძველზე, კომპანიამ სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლის სტატუსი მოიპოვა და ავტოინდუსტრიის სფეროში ხარისხის უმაღლესი სტანდარტი დანერგა.
თეგეტა მოტორსის ბიზნეს მოდელი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. 2020 წელს მოხდა თეგეტას სრული იჯაილ ტრანსფორმაცია. ბიზნეს მიმართულებების მიხედვით ჩამოყალიბდა სხვადასხვა კომპანია, რომლის მართვასაც თეგეტაში გაზრდილი მაღალპროფესიონალი კადრები უზრუნველყოფენ
თეგეტა მოტორსი - სტანდარტი 1995 წლიდან.
გახსენით