კორპორაციული კლიენტები
"თეგეტა მოტორს"-ში კორპორაციული კლიენტების მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სისტემა, რომელსაც კომპანიის ათასზე მეტი თანამშრომლის დახმარებით მართავს. კორპორაციული გაყიდვების განყოფილება, ოცამდე მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერით. მათი მთავარი ამოცანაა კორპორაციული კლიენტების საჭიროებების ანალიზი, დროული და ხარისხიანი შესრულება.
კორპორაციულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ პროდუქცია, 300-ზე მეტი ბრენდის და 50,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფართო სპექტრიდან, ისარგებლონ მობილური სერვისის მომსახურებით, მიიღონ პერსონალური გაყიდვების მენეჯერის მომსახურება და სხვა დამატებითი სერვისებით. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად სთავაზობს თავის კორპორაციულ კლიენტებს მრავალფეროვან ტრენინგებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით საავტომობილო სფეროში.