დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

თეგეტაში CASHBACK დაბრუნდა

თეგეტა მოტორსი 2022 წლიდან მომხმარებელს ახალი ლოიალობის პროგრამას სთავაზობს - ჩვენს მომხმარებელს კვლავ აქვს CASHBACK - ით სარგებლობის შესაძლებლობა.  

 

როგორ დავაგროვოთ ქეშბექი:

 

თეგეტა მოტორსის ნებისმიერ ფილიალში პროდუქციის შეძენის ან სერვისით სარგებლობისას, მომხმარებელს შეუძლია გადახდილი თანხიდან დააგროვოს ქულები. ქულების დარიცხვა ხდება ბარათების ტიპის მიხედვით.

მომხმარებელს პირველივე შენაძენზე შეუძლია თანხის დაგროვება, მინიმალური ქეშბექი  7%; რეალიზაციის ზრდასთან ერთად, იზრდება ქეშბექი პროცენტულობაც, მაქსიმალურია 15%;

 

  • CLASSIC  7% ქეშბექი;
  • SILVER  10% ქეშბექი;
  • GOLD  15% ქეშბექი;

 

 

თანხის დაგროვება ხდება როგორც პროდუქტზე, ასევე სერვისზე;

ნაწილობრივ ქულებით შესყიდვის დროს, გადახდილ თანხაზე ქულები ირიცხება ბარათის შესაბამისად  7%, 10% ან 15%;

 

 

ქულები არ გროვდება:

 

ქულების დაგროვება არ ხდება შემდეგ შემთხვევაში:

  • ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას;
  • სასწყობე და სერვისის ტიპის მოწყობილობა-დანადგარებზე;
  • გარკვეული მატერიალების ჯგუფებზე;
  • თეგეტას ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას.

 

ქულების გახარჯვა:

 

დაგროვებული ქულების გახარჯვა მომხმარებელს შეუძლია:

  • პროდუქციაზე საწყისი ფასიდან;
  • ფასდაკლებულ პროდუქციაზე;
  • სერვისზე;

გადახდა შესაძლებელია: სრულად ქულებით, ნაწილობრივ ქულებით ( გახარჯვის დროს შესაძლებელია თანხის დამატება მიმდინარე ქულებზე).

 

პროდუქტის უკან დაბრუნება:

 

  • სრულად ქულებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში ხდება გახარჯული ქულების აღდგენა;
  • ნაწილობრივ ქულებით შეძენილი პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში ხდება გადახდილი თანხის დაბრუნება და გადახდილი ქულების აღდგენა;
  • იმ პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, რომლის რეალიზაციის დროს დაგროვებული ქულებიც მომხმარებელს უკვე გახარჯული აქვს სხვა პროდუქტის შეძენისას, დაბრუნებულ თანხას გამოაკლდება გახარჯული ქულების ღირებულება ლარში. 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით