დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

განათლება

მოგზაური ბიბლიოთეკა

თეგეტა განათლების წახალისების  მიმართულებით მობილურ პროექტში ჩაერთო. „მოგზაური ბიბლიოთეკა“ - ასე ქვია ნეტგაზეთისა და ბათუმელების ახალ ინიციატივას, რომელიც კითხვის პოპულარიზაციას და საქართველოს მაღალმთიან სოფლებში დაცარიელებული ბიბლიოთეკების თაროების შევსებას ისახავს მიზნად.

„მოგზაური ბიბლიოთეკის“ მულტიფუნქციური მანქანა თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში კომპანიის მექანიკოსებმა გამართეს.

ჰოლდინგი პროექტში სხვა ფორმითაც ჩაერთო  - რეგიონის ბიბლიოთეკის თანამშრომლები თეგეტას სტიპენდიას მიიღებენ. მაღალმთიან სოფლებში მოგზაურობის დროს, კომპანია ბიბლიოთეკებს წიგნებს გადასცემს.

პროექტის ფარგლებში თეგეტა მკითხველს შეახვედრებს ცნობილ მწერლებს, პოეტებს და სხვა საინტერესო ადამიანებს. ისინი საინტერესო მოხსენებებითა და დისკუსიებით კითხვის პოპულარიზაციის პროცესში წვლილს შეიტანენ.

წიგნებით დატვირთული ბიბლიოთეკა თავდაპირველად აჭარის მაღალმთიან სოფლებს ესტუმრება, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებისკენ გადაინაცვლებს.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით