დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

PETRONAS - მსოფლიო ლიდერი საპოხი მასალების ტექნოლოგიებში

PETRONAS Lubricants International (PLI) საპოხი მასალების საერთაშორისო მწარმოებელი და მალაიზიის სახელმწიფო ნავთობკომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და მაღალი ხარისხის საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების სრულ ასორტიმენტს, მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის ბაზარს აწვდის. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს კუალა ლუმპურში (მალაიზია). კომპანიის 30-ზე მეტი წარმომადგენლობა  23 ქვეყანაში მუშაობს და ტურინის, კუალა ლუმპურისა და ჩიკაგოს რეგიონალური ოფისებიდან იმართება. 

 

 

კომპანიის ისტორია

 

ნავთობისა და გაზის კომპანია PETRONAS (Petroliam national berhard) 1974 წლის 17 აგვისტოს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო ნავთობისა და გაზის წარმოებაა, რომლის განხორციელების ძირითადი რეგიონი მალაიზიაა. PETRONAS ნავთობისა და გაზის ინტეგრირებული კომპანიაა, რომელიც ფართო სპექტრის საქმიანობას ახორციელებს: ნავთობის გადამუშავება, ნავთობპროდუქტების რეალიზაცია, გაზის გადამუშავება და გათხევადება, თხევადი ბუნებრივი აირის რეალიზაცია, ნავთობქიმიური წარმოება, საავტომობილო ტექნოლოგია, უძრავი ქონება და ინვესტიციები. 

ნავთობის წარმოება მალაიზიაში მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა პირველი საბადო ბრიტანულმა კომპანია “Shell”-მა,  კუნძულ ბორნეოზე, აღმოაჩინა. 1976 წელს ხელი მოეწერა წარმოების გაზიარების ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ნავთობისა და გაზის სრული მარაგი PETRONAS-ს გადაეცა.

 

Petronas - სარბოლო მანქანების წარმოებაში

 

შვეიცარიული სარბოლო მანქანების მწარმოებელი Sauber Petronas Engineering AG (SPE) 1996 წელს დაარსდა და მისი მიზანი ფორმულა ერთის გუნდისთვის ძრავების შექმნა იყო, თუმცა ამავდროულად, კომპანიამ მასობრივი საავტომობილო ძრავების წარმოებაზე დაიწყო მუშაობა. Honda-სა და Ferrari-ს ყოფილი ინჟინერი ოსამუ გოტო ძრავის განყოფილებაზე, მათ შორის F1 ძრავის პროგრამაზე იყო პასუხისმგებელი. მრავალი წლის განმავლობაში PETRONAS-ის ძრავები Ferrari-ში გამოყენებული ტექნოლოგიების იდენტური იყო.

PETRONAS არის MERCEDES AMG PETRONAS-ის ფორმულას გუნდის  სპონსორი და ტექნიკური პარტნიორი. მისი ტექნიკური უპირატესობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გუნდის გამარჯვებებში. Fluid Technology Solutions™-ის გამოყენებამ და Mercedes AMG-ის ინჟინრებთან უშუალო თანამშრომლობამ, არა მხოლოდ საწვავის, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების ერთობლივად განვითარებას, არამედ ახალი ფორმულა 1 V6 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავის პირდაპირი ინექციის ჰიბრიდული საწვავის შექმნას შეუწყო ხელი, რომლის მაქსიმალური ეფექტურობა  PETRONAS-ის პროდუქტების გამოყენებით მიიღწევა.

 

კომპანიის პროდუქცია

 

PETRONAS ზეთებისა და საპოხი მასალების მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელია. PETRONAS საავტომობილო მოვლის საშუალებების მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის, სამშენებლო ავტომობილებისა და სხვა სამრეწველო საწარმოებისთვის ქმნის. PETRONAS-ის პროდუქცია მსოფლიოს 80 ქვეყანაში ვრცელდება. კომპანია ფლობს 11 ქარხანას, 2300 თანამშრომლით და მთლიანი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 800 000 ტონას აღწევს. PETRONAS -ის ქარხნებს აქვს ISO9001/ISO14001 სერტიფიკატი ხარისხისა და გარემოს დაცვის ეფექტური მართვისთვის. ეს არის გლობალური საწარმო, რომელიც 5 კონტინენტზე მუშაობს და მაღალი ტექნოლოგიური ღირებულების პროდუქციას მსოფლიოს წამყვან ბაზრებს აწვდის.

 

PETRONAS -ის საავტომობილო ზეთების უპირატესობები

 

PETRONAS, სამგზავრო მანქანების ძრავებისთვის, საავტომობილო ზეთების პრემიუმ PETRONAS Syntium ხაზს, °CoolTech™ ტექნოლოგიით, აწარმოებს. ეს პროფესიონალურად შემუშავებული საავტომობილო ზეთი იცავს ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას.

PETRONAS Syntium-ის ძრავის ზეთის გამოყენებისას, ძრავა ოპტიმალურად მუშაობს მაღალი დატვირთვის პირობებში. პროდუქტი განსაკუთრებული თერმული სტაბილურობით გამოირჩევა, რომელიც  ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API), საავტომობილო ზეთის საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიცირების კომიტეტის (ILSAC) და ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

PETRONAS Lubricants International მსოფლიოს TOP-15 კომპანიას შორის იკავებს ადგილს და წამყვანი პოზიციების შესანარჩუნებლად, ბიზნესის აქტიურ განვითარებას აგრძელებს. Petronas-ის ინტეგრირებული ბიზნეს მოდელი, მსოფლიოს მასშტაბით, ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას და მოწინავე პროდუქტების საშუალებით მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება. კომპანია ხელს უწყობს საზოგადოებრივ პროგრესს და მაღალი პასუხისმგებლობით ზრუნავს ერების კეთილდღეობაზე.

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით