MICHELIN-ის საბურავები
Michelin-ის საბურავები მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ბრენდის პროდუქტია, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტური პროდუქტის სახელითაა ცნობილი. ქართველ მომხმარებლებს თეგეტა მოტორსი MICHELIN-ის საბურავების განსაკუთრებულ ასორტიმენტს სთავაზობს. MICHELIN-ის საბურავების შეძენა, თეგეტა მოტორსის ფილიალებში, უსასრულო გარანტიით, შეგიძლიათ, რომელიც პირობების გამოთვლას პროდუქტის პროტექტორის ცვეთის მიხედვით ითვალისწინებს.
MICHELIN-ის საბურავების უპირატესობები
Michelin-ის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის უკომპრომისო ხარისხის შეთავაზებაა. კომპანიის პროდუქცია კონკურენტებისგან გამორჩეულია და მნიშვნელოვანი უპირატესობებით სარგებლობს, რომელთა შორისაა:
- ინოვაციური ტექნოლოგიები;
- უსაფრთხოების მაღალი დონე;
- ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი;
- სტაბილურობა ნებისმიერ კლიმატურ და რელიეფურ პირობებში;
- ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა;
Michelin-ის საბურავები ადამიანების და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობით შექმნილი პროდუქტია, რომელიც განვითარებისთვის მეტ მობილურობას ითვალისწინებს. საბურავების შეძენა მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ის მომავალი უსაფრთხოების ინვესტიციას წარმოადგენს. Michelin-ის საბურავები მსოფლიო მომხმარებლების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და გარემოს დაცვის კუთხით ბაზარზე უკონკურენტო პროდუქტს წარმოადგენს.
MICHELIN-ის ისტორია
Michelin-ის ისტორია 1889 წლიდან იწყება, როდესაც ორმა ძმამ, ედუარდ და ანდრე მიშლენმა საფრანგეთში ფერმის ტექნიკის ბიზნესი წამოიწყეს. კომპანიამ განვითარების ხანგრძლივი გზა განვლო და 1977 წლისთვის ფორმულა ერთის სეზონშიც იასპარეზა. სწორედ MICHELIN-მა შემოიტანა რადიალური საბურავების ტექნოლოგია ფორმულა 1-ში და მძღოლების ჩემპიონატი მოიგო. MICHELIN BRIDGSTONE-ის შემდეგ, მსოფლიოს მეორე უდიდესი მწარმოებელია. BF Goodrich-ის გარდა კომპანია Riken-ის საბურავების ბრენდსაც ფლობს. MICHELIN-ის მნიშვნელოვანი გამოგონებები მოიცავს რეზინის საბურავებს მეტროებისთვის, ასევე რადიალური საბურავების ფართო სპექტრს. კომპანია აწარმოებს საბურავებს კოსმოსური ხომალდებისთვის, თვითმფრინავებისთვის, ავტომობილებისთვის, მძიმე ტექნიკისთვის, მოტოციკლებისა და ველოსიპედებისთვის. თეგეტა მოტორსის პროფესიონალთა გუნდი გაგიზიარებთ გამოცდილებას, რათა თქვენი ავტომობილისთვის კომპანიის პროდუქციის სრული პოტენციალი საკუთარი ავტომობილისთვის გამოსცადოთ.