დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
სერვისცენტრების სამუშაო განრიგი

ძვირფასო მომხმარებლებო,

 

28 ნოემბრიდან თქვენ შეგიძლიათ გამართოთ ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ სერვისცენტრში.

ასევე, თუ დრო არ გაქვთ და ვერ ახერხებთ სერვისცენტრში მოსვლას, ჩვენ გთავაზობთ თქვენთვის მოსახერხებელ სერვისს - „თეგეტა კომფორტი“. ამ სერვისის ფარგლებში მოგემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც წამოიყვანს თქვენს ავტომობილს სერვისცენტრში, უზრუნველყოფს საჭირო სერვისების ჩატარებას და დაგიბრუნებთ გამართულს სასურველ ადგილას.

 

ასევე, გვინდა შეგახსენოთ, რომ საავტომობილო პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ „თეგეტა“-ს ონლაინ შოპზე - Tegetashop.ge,  სადაც წარმოდგენილია ჩვენი პროდუქციის ფართო ასორტიმენტი. შეძენილი პროდუქციის მიღება კი შეგიძლიათ სასურველ მისამართზე, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

რაც შეეხება სამუშაო განრიგს, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით სერვისცენტრები იმუშავებს 09:30 – 18:00 საათებში.

კვირა დღეს კი 09:30 - 16:00 საათებში იმუშავებს შემდეგი ფილიალები:

  • ცენტრალური - აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N5
  • ვაკე - უნივერსიტეტის ქ. №6
  • ბელიაშვილი 1 - ბელიაშვილის ქ. №129
  • პეპელა 2 - კახეთის გზატკეცილი №15
  • ვარკეთილი - ლაღიძის ქ. №7
  • წითელქუდა - დიღმის მასივი, VI კვარტალი, №22 ბ კორპუსი
  • გეზი - ქ. თბილისის შემოსავლელი გზის 36 - ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა)
  • გორი 2 - პუშკინის ქ. №2
  • ქუთაისი - ნიკეა - ნიკეას მე-9 ჩიხი №2
  • ბათუმი - ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთა

ჩვენთან დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია: მაქსიმალური ყურადღება ეთმობა დეზინფექციასა და უსაფრთხო მომსახურებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 


სერვისცენტრების სამუშაო განრიგი


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით