დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
განახლებული პირობებით სერვისზე  „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში

„თეგეტა მოტორსი“ საქართველოში მსოფლიოს წამყვან 300-ზე მეტ ბრენდს ექსკლუზიურად წარმოადგენს. მათ შორის ისეთ პრემიუმ  მწარმოებლებს, როგორებიცაა: BRIDGESTONE, MICHELIN, SHELL, MOTUL, PETRONAS, VARTA და სხვა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ბაზარზე არაავთენტური საავტომობილო პროდუქტების რიცხვმა იმატა, „თეგეტა მოტორსში“ შეიცვალა სერვისის პირობები:

 

1-ლი სექტემბრიდან „თეგეტა მოტორსში“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე შეძენილი საავტომობილო პროდუქტებით, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ პროდუქციისა თუ სერვისის ხარისხთან დაკავშირებული გაუგებრობები.

 

აქვე შეგახსნებთ, რომ „თეგეტა მოტორსში“ ავტონაწილების ყველაზე დიდ ასორტიმენტს შეხვდებით. ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი ავტონაწილების შეძენა, მათ შორის, მსუბუქი, სატვირთო და სპეცტექნიკისაც კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ 28 ფილიალშია შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტი ადგილზე არ არის, თეგეტას სწრაფი შეკვეთების სერვისით, ამ ავტონაწილის უმოკლეს დროში ჩამოტანაა შესაძლებელი.


განახლებული პირობებით სერვისზე  „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით