დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

LONGMARCH-ის საბურავები

საბურავების შეძენა მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ამ საკითხისადმი პროფესიონალური მიდგომა მომავალში თქვენი ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებას განაპირობებს. თეგეტა მოტორსი ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელია, რომელიც სამომხმარებლო ბაზარს LONGMARCH-ის მაღალხარისხიანი საბურავებით ამარაგებს.

 

LONGMARCH -ს საბურავების უპირატესობები

 

LONGMARCH-ის საბურავები რადიალური კონსტრუქციით გამოირჩევა, რომელსაც მთლიანად ლითონის კარკასი აქვს. ბრენდი სატვირთო ავტომობილებისთვის მაღალი გამძლეობის პროდუქციას აწარმოებს, რომლის უპირატესობათაგან გამოირჩევა;

  • უსაფრთხოების მაღალი დონე;
  • ნებისმიერ სეზონზე კომფორტული მართვის უზრუნველყოფა;
  • გამძლეობა;
  • საწვავის ეფექტური მოხმარება;

LONGMARCH-ის საბურავებს, საშუალო საბურავებთან შედარებით, 1,5-2-ჯერ მეტი გარბენი აქვს და ამასთან დაბალი ღირებულებითაც გამოირჩევა. პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით სატვირთო ავტომფლობელებისთვიის შეუცვლელია, რადგან სტრუქტურულად ყველაზე დახვეწილი და სხვადასხვა დაზიანებისგან სრულყოფილად დაცულია. LONGMARCH-ის საბურავები გზის ნებისმიერ ზედაპირზე ეფექტურ და კომფორტულ მართვას უზრუნველყოფენ.

 

LONGMARCH-ს ისტორია

 

LONGMARCH -ს საბურავები მსოფლიო ლიდერის, DUNLOP-ის მხარდაჭერით იწარმოება, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე პირველი კომპანია იყო საბურავების წარმოების მიმართულებით. თითოეული საბურავი ვიზუალურ და რენტგენულ კონტროლს გადის. ამ პროცესში სრულყოფილად მოწმდება სტრუქტურული და გეომეტრიული პარამეტრები. სატვირთო ავტომობილების საბურავებს შორის LONGMARCH LM210 გამოიყოფა, რომელიც გაზრდილი დატვირთვის მოცულობას უმკლავდება და სხვადასხვა სახის დაზიანებებს თავიდან აგარიდებთ. ბრენდის საბურავები არაერთი უპირატესობების გამო საერთაშორისო მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ტრაქტორების, მძიმე სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო დანიშნულების ტექნიკისთვის LONGMARCH შეუცვლელ ბრენდად რჩება.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით