დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

LAUFENN-ს საბურავები

LAUFENN-ის საბურავები მსოფლიოში ცნობილი სამხრეთ კორეული ბრენდის პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. ამიერკავკასიის საავტომობილო ბაზრის უმსხვილესი კომპანია, თეგეტა მოტორსი,მომხმარებლებს  LAUFENN-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

 

 

LAUFENN-ის საბურავების უპირატესობები

 

LAUFENN-ის საბურავები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მზადდება და მყიდველისთვის გონივრულ არჩევანს წარმოადგენს, რასაც რამდენიმე უპირატესობა განაპირობებს:

  • კომფორტული მართვა;
  • საიმედოობა;
  • ხმაურის დაბალი დონე;
  • ნებისმიერ სეზონზე უსაფრთხოების კონკურენტული მაჩვენებლები;

LAUFENN-ის საბურავები მყარი რეპუტაციით სარგებლობს, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქტის დამზადება კომპანიის ძირითადი პრიორიტეტია. ბრენდის ზაფხულის და ზამთრის საბურავები მომხმარებლებში ერთნაირად პოპულარულია, რადგან უსაფრთხოების მაღალი დონით და საიმედოობით გამოირჩევა. LAUFENN-ის საბურავები მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია.

 

LAUFENN-ის ისტორია

 

LAUFENN-ის საბურავები 2013 წლიდან HANKOOK TIRES-ის მიერ იწარმოება. სწორედ ამ პერიოდში 1,1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ავტომობილის საბურავების ქარხნის ასაშენებლად გამოიყო. ქარხნის მშენებლობა ინდონეზიაში, პერსონალის და მიწის დაბალი ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა. ამჟამად პროდუქციის მესამედი ინდონეზიის ბაზარზე იყიდება, ხოლო დანარჩენის ექსპორტი ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში ხდება. სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე LAUFENN-ის საბურავები 2014 წლიდან არის წარმოდგენილი. მომხმარებელთა დიდი ნაწილი კომპანიის პროდუქციის გამოყენებისას გაკვირვებული რჩება, რადგან საბურავების წარმოების პროცესში ძირითადი აქცენტი საიმედოობასა მაღალ ხარისხზე კეთდება.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით