დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

JOYROAD-ის საბურავები

JOYROAD მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ცნობილი ბრენდია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ამიერკავკასიის ბაზრის ლიდერი თეგეტა მოტორსი JOYROAD-ის საბურავებს გამორჩეული პირობებით გთავაზობთ.

 

 

JOYROAD-ის საბურავების უპირატესობები

 

JOYROAD-ის საბურავები უნიკალური ტექნოლოგიური და კვლევითი ბაზრების წყალობით შეიქმნა. თითოეული მოდელის შემუშავებისას უდიდესი ყურადღება ეთმობა ნაერთს, თერმულ სტაბილურობას, მექანიკურ წინააღმდეგობას და სხვა. JOYROAD-ის საბურავების უპირატესობებია:

  • ხანგრძლივი გამოყენების ვადა;
  • საიმედო მუშაობა ნებისმიერი ტიპის საფარზე;
  • პროგნოზირებადი ქცევა;
  • დაბალანსებული მოძრაობა;

JOYROAD-ის ქარხნები უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. წარმოების პროცესი მაქსიმალურად კომპიუტერიზებულია, სადაც დეტალები ციფრული სიმულაციის გზით იქმნება. არასტანდარტული მიდგომები JOYROAD-ის საბურავებს მისი ანალოგებისგან გამოარჩევს და მზა პროდუქციის ტესტირება დეკლარირებულ პარამეტრებთან ნებისმიერ შეუსაბამობას გამორიცხავს.

საზაფხულო საბურავები საგზაო უსაფრთხოების ყველაზე ეფექტური მაჩვენებლებით ხასიათდება, რაც ენერგიის დანაკარგების და საწვავზე დახარჯული თანხის შემცირებას განაპირობებს. ზამთრის საბურავები რბილი და ყინვაგამძლეა, რაც თოვლიან და მოყინულ გზებზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. 

 

JOYROAD-ის  ისტორია

 

JOYROAD ჩინური კომპანია Dongying Zhongyi Rubber Co.-ს ბრენდია, რომელიც 2004 წელს დაარსდა. 2008 წლიდან, კომპანია, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, ზამთრისა და ზაფხულის საბურავებს აწარმოებს და პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 50-ზე მეტ, განვითარებულ ქვეყანაში, გააქვს. JOYROAD-ის საბურავები სერტიფიცირებულია და ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქცია ტექნიკური და ოპერაციული მახასიათებლებით პირველ კლასს განეკუთვნება, ის მაინც დაბალი ფასების სეგმენტშია, რაც კომპანიის სარეალიზაციო ბაზარს კიდევ უფრო აფართოებს.

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით