დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

HIFLY-ის საბურავები

თეგეტა მოტორსი ამიერკავკასიის ბაზარზე საბურავის უმსხვილესი მომწოდებელია, რომელიც მომხმარებლებს Shandong Hengfeng Rubber&Plastic-ის ქვებრენდის Hifly-ის საბურავებს აწვდის. დიდი ჩინური კონგლომერატი, რომელსაც ,,Hengfeng”-საც უწოდებენ რეზინის და პლასტმასის საბურავების ფართო სპექტრს აწარმოებს.

 

 

HIFLY -ის საბურავების უპირატესობები

 

Hifly-ის საბურავები კონკურენტებისგან განსხვავებით მრავალი უპირატესობით ხასიათდება, შესაბამისად ბრენდის სახელი მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე მყარ რეპუტაციას ინარჩუნებს. Hifly-ის უპირატესობებია:

  • ეფექტური მართვა გზის როგორც სველ, ასევე მშრალ ზედაპირზე;
  • გაძლიერებული სტაბილურობა მაღალი სიჩქარით მოხვევისას;
  • შემცირებული ცვეთადობა;
  • მოცურების წინააღნდეგობა;
  • გამძლეობა;
  • უსაფრთხოების კონკურენტული მაჩვენებლები;

Hifly-ის ძირითადი მიზანია მომხმარებელთათვის ნებისმიერ გარემო პირობებში თანაბარი მართვის უზრუნველყოფა. ბრენდი მაღალი ხარისხის წარმოებაზეა ორიენტირებული და საბოლოო მომხმარებლების ლოიალობის ლიდერ მაჩვენებლებს აღწევს. Hifly-ის საბურავების შეძენა, ნებისმიერ სეზონზე სტაბილურ და ეფექტურ მართვას უდრის.

 

HIFLY -ის ისტორია

 

Hifly-ის საბურავები Unicorn Tire Corporation-ის ხაზს წარმოადგენს, რომელიც 2006 წელს დაარსდა და სპეციალიზებულია სამგზავრო, მსუბუქი სატვირთო და კომერციული სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. ST trailer საბურავების იმპორტის, ექსპორტის და საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. კომპანია მსოფლიო ინდუსტრიის წამყვან მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობს. პარტნიორობის საშუალებით კომპანია ახერხებს ბაზრისთვის კონკურენტულ ფასებში ბრენდების ფართო არჩევანის მიწოდებას. კორპორაცია ცოდნისა და გამოცდილების წყალობით საერთაშორისო მომხმარებლის ნდობას იმსახურებს.

Hifly-ის პროდუქციის შეძენა თეგეტა მოტორსის ფილიალებში წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტიდან შეგიძლიათ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით