დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

სატვირთო საბურავები

 

 

 

 

სატვირთო საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქტიური შეხება აქვს, შესაბამისად იგი ავტომობილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნებისმიერი ტიპის ავტომობილის დაძვრისას, მოხვევისას, თუ დამუხრუჭებისას განსაკუთრებული დატვირთვა, რა თქმა უნდა საბურავზე მოდის, ამრიგად სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის და შესაბამისი დანიშნულების საბურავი თქვენი დაცული და მშვიდი მგზავრობის უმნიშვნელოვანესი, აუცილებელი წინაპირობაა.

 

სატვირთო საბურავის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ავტომობილის ტიპი და მისი დანიშნულების სპეციფიკა, კლიმატური პირობები, გზის ზედაპირი, საშუალო სამოძრაო დისტანცია და ა.შ. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმებით, საჭიროებისამებრ უნდა შეირჩეს ოპტიმალური საბურავი თქვენი სატვირთო ავტომობილისათვის. აქვე აღსანიშნავია ავტო მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ზომის, ტვირთამწეობის, სიჩქარის ინდექსის და სხვა სპეციფიკაციის კრიტიკული როლი აღნიშნულ პროცესში.

სატვირთო საბურავის ექსპლუატაციის პერიოდი, გამოშვების თარიღიდან საშუალოდ ხუთი წელია. ვადის ამოწურვის შემდეგ საბურავი კარგავს მნიშვნელოვან თვისებებს, პოზიტიურ მახასიათებლებს და შედეგად პოტენციურ ხიფათს, დაბრკოლებას უქმნის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას.

 

საბურავებს კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება იმ შემთხვევებში, როდესაც მათ უსაფრთხო მგზავრობის გარდა, სხვა დანიშნულებაც გააჩნია.

გადაზიდვის ინდუსტრიის ავტომობილებისთვის საბურავები განსხვავებული მეთოდოლოგიით სტრუქტურირდება და მუშავდება.

 

განარჩევენ ორი ტიპის სატვირთო საბურავს:

 

  • მსუბუქი სატვირთო საბურავები / light Truck Tires /
  • სატვირთო საბურავები / Truck and Bus Tires /

 

მსუბუქი სატვირთოს საბურავები მსუბუქი ავტომობილის საბურავების ტექნოლოგიით იქმნება და ორიენტირებულია ისეთი ტიპის ტრანსპორტზე როგორიცაა: მიკრო-ავტობუსი, ფართო მინივენი, პიკაპი და სხვა.

 

 

სატვირთო საბურავი კომპლექსური პროცესების მუშაობის შედეგია და გამორჩეული მახასიათებლებიც გააჩნია, მისი ფუნქციები ტრანსპორტის დანიშნულებაზეა დამოკიდებული. ეს  საბურავები ორიენტირებულია ისეთი კატეგორიის ტრანსპორტზე როგორიცაა: ავტობუსი, სატვირთო, ტრაილერი, გადამზიდი და სხვა.

საბურავის სწორად შერჩევას, მახასიათებლების მხედველობაში ქონას და მისი ექსპულატაციის პირობების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ავტომობილისთვის, ასევე თქვენი და თქვენს გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის.

სატვირთო საბურავები კომპლექტდება და ირჩევა ორი ძირითადი მახასიათებლის მიხედვით. არსებობს როგორც სავალი გზებისა და მაგისტრალების, ასევე უგზოობისა და ქვა-ღორღის სავბურავები.

 

სატვირთო საბურავები ასევე განირჩევა პოზიციონირების, განლაგებისა და განაწილების მიხედვით სამ კონფიგურაციად:

 

  • ამძრავის ხიდის საბურავები
  • საჭის ხიდის საბურავები
  • მისაბმელის საბურავები

 

სპეციალურად დამუშავებული მასალისგან შექმნილი სატვირთო საბურავები მოძრაობს როგორც  მაღალ ტემპერატურის მქონე მშრალ, ასევე ნაწვიმარ ზედაპირზე და იგი უზურნველყოფს ეფექტურ მოჭიდებას რთულ კლიმატურ პირობებში.

სატვირთო საბურავს ახასიათებს ბუნებრივი კაუჩუკის მაღალი შემცველობა, მაღალი პროტექტორი და თავისებურად გამოყოფილი, ზიგზაგური ჭრილები ( ლამელები ) მთლიან ზედაპირზე. მსგავსი მკაფიო მახასიათებლები აუცილებლად საჭიროებს მოხმარების წესის გათვალისწინებას. 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით