დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილებისა და ძრავის სტანდარტული საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი/შეცვლილი სატვირთო ავტომობილის სათადარიგო ნაწილები და ძრავი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს ქარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  „პროდუქციის“ საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, „პროდუქციისმწარმოებლის რეკომენდაციის საფუძველზე, „პროდუქციისმწარმოებელი ბრენდისა და იმ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რომლისთვისაც ხორციელდებაპროდუქციისშეძენა, შემდეგი პირობებით, რომელიც უფრო ადრე დადგება:  1 თვე ან გარბენი 5000 კმ; 3 თვე ან გარბენი 10000 კმ; 6 თვე ან გარბენი 20000 კმ.

2.2. სატვირთო ავტომობილის ძრავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში,  საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 6 თვის ვადით ან 20000კმ (თვითმცლელის შემთხვევაში) ან 40000კმ (უნაგირა ტენტიანი საწევარას შემთხვევაში) გარბენით, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

2.3. გარანტია ვრცელდება ძრავის ღვედის სარემონტო კომპლექტის სრულად, ყველა გორგოლაჭთან და წყლის ტუმბოსთან ერთად შეცვლის შემთხვევაში. წყლის ტუმბოს დაზიანებით გამოწვეული ღვედის დაზიანება საგარანტიოდ არ ანაზღაურდება) 24 თვე ან 40000 კმ.

2.3. საგარანტიო ვადის შესახებმყიდველსეცნობება საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.4. საგარანტიო ვადის ათვლა იწყებაპროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციისსაკუთრებაში გადაცემის თარიღიგამყიდველისწარმომადგენლის მიერ ფიქსირდება საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციისშეძენის ინვოისში ანკომპანიისმიერ გაცემულიპროდუქციისღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს რაიმე სახის შეფერხების გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მისი აღმოფხვრის მიზნით.

3.2. ძრავის რემონტის შემთხვევაში, პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 2000 კმ. გარბენის ფარგლებში. ამასთანავე, ძრავის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა უნდა განხორციელდესგამყიდველისსერვის-ცენტრში, „გამყიდველისმიერ რეკომენდირებული ზეთითა და ფილტრებით, ასევე, დაცული უნდა იყოს კომპანიის მიერ გაცემული რეკომენდაციები ზეთის შეცვლის ინტერვალთან დაკავშირებით.
3.3.
საგარანტიო ვალდებულებებიგამყიდველსწარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.4. გამყიდველისსაგარანტიო ვალდებულება გულისხმობსპროდუქციის შეკეთებას, შეცვლას/ჩანაცვლებას (შეკეთების შეუძლებლობის შემთხვევაში) და მის მონტაჟთან/დემონტაჟთან დაკავშირებულ უფასო მომსახურებას, ანპროდუქციისღირებულებისმყიდველისთვისანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუგამყიდველივერ უზრუნველყოფსპროდუქციისშეკეთებას ან შეცვლას/ჩანაცვლებას).

3.5. იმ შემთხვევაში, თუპროდუქციასაგარანტიო პერიოდში შეიცვლება ახლით, „პროდუქციისსაგარანტიო ვადა დარჩება უცვლელი.

3.6. „პროდუქციისგაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგებამყიდველს“, „გამყიდველისმიერ არ ანაზღაურდება.

3.7.  იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევაგამყიდველისმიერ დაკვალიფიცირდებასაგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზეგამყიდველი შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში, „გამყიდველის ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებულ უნდა იყოს დაზიანებულიპროდუქციაექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, აუცილებელია მისი შეცვლა/ჩანაცვლება სხვაპროდუქციით თუმყიდველსუნდა დაუბრუნდესპროდუქციისღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებულიპროდუქციისშეკეთების, შეცვლის/ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობებამყიდველს“.

3.8. იმ შემთხვევაში, თუგამყიდველიდაადგენს, რომ დაზიანებულიპროდუქციაარ ექვემდებარება აღდგენას და საჭიროა მისი შეცვლა/ჩანაცვლება, „გამყიდველისმიერპროდუქცია“ შეიცვლება/ჩანაცვლდება იმავე მწარმოებლისპროდუქციითან იმავე კლასის (მონაცემების/მახასიათებლების) მქონე სხვა მწარმოებლის პროდუქციით. თუ ახალიპროდუქციისღირებულება აღემატებამყიდველისმიერ გადახდილ თანხას, მაშინმყიდველივალდებულიაგამყიდველსგადაუხადოს სხვაობა შესაბამისი ინვოისის/ინვოისების საფუძველზე.  

3.9. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზითპროდუქციისსაგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციისდაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდისმყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდაპროდუქციისქარხნული წუნი, „გამყიდველსწარმოეშვება გადახდილი ხარჯისმყიდველისთვისანაზღაურების ვალდებულება.

3.10. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებულიპროდუქციაწარმოადგენსგამყიდველისსაკუთრებას.

 

4.   საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულ „პროდუქციასთან“ დაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;

4.1.2. თუ სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებულ იქნა ისეთი დეტალები, ან მის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში.

4.1.3. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;

4.1.4. თუ „პროდუქციის“ დაზიანება გამოწვეულია „მყიდველის“ გაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად.

4.1.5. თუ „პროდუქციის“ დაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;

4.1.6. თუ „პროდუქციაში“ მოხვედრილია სხვა ნივთიერებები;

4.1.7. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;

4.1.8. თუ წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი, ეტიკეტი ან სერიული ნომერი დაზიანებულია, ან/და შტრიხკოდი არ შეესაბამება „გამყიდველის“ ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

4.1.9. თუ სათადარიგო ნაწილის შეკეთების/რემონტის პროცესში, „მყიდველის“ მიერ არ იქნა გათვალისწინებული „გამყიდველის“ რეკომენდაციები;

4.1.10. თუ მონტაჟის დროს არ იყო გათვალისწინებული „გამყიდველის“ რეკომენდაციები;

4.1.11. თუ მსუბუქი ავტომობილის ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი/შეკეთება განხორციელდა სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;

4.1.12. თუ სითხეების დონეები არის დაკლებული (ანტიფრიზი, ძრავის ზეთი) ან/და მისგან გამოწვეულია დაზიანებები (მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად სითხეების დასაშვებ ნორმაზე მეტად კლება);

4.1.13. თუ დარღვეულია ავტომობილის ძრავის სამუშაო ტემპერატურა;

4.1.14. თუ გამოყენებულია სხვა ავტომობილის ნაწილები/მასალები ან/და უხარისხო ან შეუსაბამო საწვავი;

 

5. საგარანტიო პირობების გავრცელების თავისებულებები

5.1. საგარანტიო პირობები გარკვეულ დეტალებზე გავრცელდება მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი დეტალების შეცვლის შემთხვევაში

  • ჰაერის სენსორი - იცვლება ჰაერის ფილტრი;
  • ანთების კოჭა - იცვლება ანთების სანთელი;
  • ამორტიზატორი - იცვლება ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი (კაკუნის შემთხვევაში პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);
  • ტურბოკომპრესორი - იცვლება ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი (არსებობის შემთხვევაში), გამოსარეცხია ინტერქულერი;
  • საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბო - იცვლება ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);
  • გადაბმულობის კომპლექტი - იცვლება გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);
  • კონდენციონერის კომპრესორი - იცვლება შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი (ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;
  • წყლის ტუმბო - იცვლება გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);
  • მორგვი და მორგვის საკისარი - მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);
  • საწვავის ტუმბო - იცვლება საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);
  • მუხრუჭის მთავარი ავზი - იცვლება სამუხრუჭე სითხე;
  • ჰაერის კომპრესორი (სატვირთოების შემთხვევაში) - იცვლება ჰაერის ფილტრი, ჰაერმშრობის ფილტრი, ძრავის ზეთი.

5.2. თანმდევი დეტალების შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურების საფასურის გადახდას უზრუნველყოფს „მყიდველი“.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით