დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა შენთან ერთად #უსაფრთხოებისთვის

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

სწორედ ამიტომ, წელს თეგეტა მოტორსი იწყებს კამპანიას - თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის. ამ კამპანიის მთავარი მიზანია ავამაღლოთ ცნობიერება და პასუხისმგებლობა - ახალბედა და უკვე გამოცდილი მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის  - როგორ უნდა მართონ ავტომობილი, როგორ უნდა იმოძრაონ ფეხით სავალ ნაწილზე, ან თუნდაც როგორ უნდა გადავკვეთონ გზა. ჩვენი მიზანია, რომ ერთად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ვიზრუნოთ მშვიდ მგზავრობაზე.

 

კვლევების მიხედვით წელიწადში საშუალოდ 300 საათს ვატარებთ ტრანსპორტში და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება ავტომობილის გამართული მუშაობის საჭიროება. ავტომობილის გამართული მუშაობა უზრუნველყოფს, როგორც ჩვენს, ასევე ჩვენს გარშემომყოფთა უსაფრთხოებას. თუნდაც ჩვენთვის უმნიშვნელო დეტალის გაუმართავმა მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლა, რის შედეგადაც შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ.

 

„თეგეტა მოტორსი უკვე 24 წელია თქვენთან ერთად ზრუნავს საქართველოში საგზაო მოძრაობის სტანდარტის გაუმჯობესებაზე და ამ პერიოდში ჩვენ ტექნიკურად გავმართეთ ნახევარ მილიონზე მეტი მანქანა, რითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ვუზრუნველყავით. ჩვენი მთავარი ღირებულება - თითოეული მოქალაქის უსაფრთხო მგზავრობაა.“

 

სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე, შეიქმნა „ნუგო“ - დაუდევარი მძღოლი, რომელიც ეხვევა სხვადასხვა უბედურ შემთხვევებში, რადგან წინასწარ არ იზრუნა ავტომობილის გამართულ მუშაობაზე.

 

გაიცანი ნუგო


 

გაიცანი #ნუგო? დროა მის შესახებ დეტალურად მოგიყვეთ!

 

ნუგო დაუდევარი მძღოლია და დროულად არ მოვიდა ავტომობილის შესაკეთებლად.
უყურე ვიდეოს, ნუგო ძლივს გადაურჩა ავტოსაგზაო შემთხვევას!

 

გინდა, რომ შენც მშვიდად იმგზავრო?
არ მიბაძო ნუგოს და დროულად შეამოწმე შენი ავტომობილი.

 

თეგეტა შენთან ერთად #უსაფრთხოებისთვის #იმგზავრემშვიდად


თეგეტა შენთან ერთად #უსაფრთხოებისთვის


გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით