დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსის საქმიანი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში,  კომპანია ,,RING AUTOMOTIVE”-ში 

2018 წლის 20-23 თებერვალს ,,თეგეტა მოტორსი“-ის თანამშრომელთა დელეგაცია კვალიფიკაციის ამაღლების და ახალი პროდუქტების გაცნობის მიზნით, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლიდსში კომპანია ,,RING AUTOMOTIVE”-ში იმყოფებოდა.

 

RING AUTOMOTIVE არის ევროპული ლიდერი ბრენდი საავტომობილო განათების, ავტოელექტრონიკის და ავტო აქსესუარების წარმოების სფეროში. 40 წელზე მეტია, რაც RING ასოცირდება ინოვაციურ     გადაწყვეტილებებთან- დაწყებული პირველი ბლისტერული შეფუთვებით, დამთავრებული უახლესი ჰალოგენური ნათურებით, პრემიალური საავტომობილო საჰაერო კომპრესორებით, სფეროში წამყვანი საკონტროლო ნათურებითა და ფანრებით.  RING მუდმივად ცდილობს შეთავაზოს მომხმარებელს ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქცია, მის ნებისმიერ პროდუქტს აქვს 2-წლიანი გარანტია. RING-ის ხარისხის კონტროლის განყოფილება ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მკაცრ პროცედურებს.

 

საავტომობილო განათების წარმოებაში RING-მა მიიღო ISO 9001 სერტიფიკატი.


თეგეტა მოტორსის საქმიანი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში,  კომპანია ,,RING AUTOMOTIVE”-ში 

,,თეგეტა მოტორსი“ 2014 წლიდან წარმოადგენს ,,RING“-ის ექსკლუზიურ დილერს საქართველოსა და აზერბაიჯანში 

 

 

 

 



გვიპოვნეთ რუკაზე