დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
თეგეტა მოტორსი აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს

      „თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა, სადაც წარმოდგენილია ავტონაწილების და აქსესუარების მაღაზია და სერვის ცენტრი. ამჟამად აზერბაიჯანში თეგეტა მოტორსი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა/დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია საბურავების, ზეთების, აკუმულატორების, ფილტრების, მსუბუქი ავტომობილების და მიკროავტობუსების სათადარიგო ნაწილების ყველაზე დიდი არჩევანი.

 

    ახალ ფილიალში დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველები, რომლებმაც პროფესიული მომზადება „თეგეტა აკადემიაში“ გაიარეს და უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციურ სერვისს.

 

    „თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქცია და მიიღოს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება კომფორტული გარემოში.

 

 

 


თეგეტა მოტორსი აზერბაიჯანში გაფართოვებას განაგრძობს
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით