დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
Shell- ის თეორიული ტრენინგი

„თეგეტა“ მრავალი ცნობილი და ამასთან წამყვანი კომპანიის წარმომადგენელია საქართველოში. იმის გათვალისწინებით, რომ მძღოლები განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ავტომობილში ხარისხიანი ზეთის გამოყენებას, რომელსაც ძრავის ცვეთის მინიმუმამდე დაყვანა შეუძლია, „თეგეტამ“, „შელთან“ თანამშრომლობით გადაწყვიტა ამ მიმართულებით პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩაეტარებინა.

 

ტრენინგი ძრავის და ტრანსმისიის ზეთების შესახებ, კომერციული ავტოტრანსპორტისა და სამშენებლო ტექნიკისათვის იყო გამართული. ვინაიდან აღნიშნული ტრენინგი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ჩვენი მხრიდან მასში საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ და ისინი უფრო მეტად ინფორმირებულები და მომზადებულები არიან თქვენი ავტომობილის ზამთრისათვის მზდების პროცესში დასახმარებლად.  


Shell- ის თეორიული ტრენინგი

Shell-ის რუსულენოვან ტრენერს „თეგეტა აკადემიამ“  2 და 3 ნოემბერს უმასპინძლა, მას თეგეტას ზეთების მიმართულებით ჩართული თანამშრომლები, აკადემიის სტუდენტები და სტაჟიორები დაესწრნენ.

 

გვიპოვნეთ რუკაზე