დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში მორიგი ფილიალი გახსნა!

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა „ბაბექის“ ქუჩაზე. აღნიშნული ფილიალი წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტით და სერვისით, რომელიც ძირითადად მოემსახურება საცალო მომხმარებელს.
„AZTECH & TEGETA MOTORS“ ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ „Groupauto International“-ის ოფიციალური წევრი და იგი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.


„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში მორიგი ფილიალი გახსნა!
გვიპოვნეთ რუკაზე