დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
“თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით შეფასდა

ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის 2020 წლის, 9 თვის შეფასებით, “თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით და სტაბილური ხედვით შეფასდა (Outlook Stable). კომპანიის მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობით (BB-) და დაბალი ბიზნეს რისკის მიმართულებით (BB-). ამასთანავე შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული სირთულეების როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე და რომ “თეგეტა მოტორსმა“ შეძლო მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად უკეთესი შედეგების ჩვენება აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით.

 

ევროპული სარეიტინგო კომპანია „თეგეტა მოტორსს“ ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის  ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. „თეგეტა მოტორსის“ სტრატეგიის შესაბამისად სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.

 

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას გააჩნია და უპრეცენდენტოა რეგიონალურ საავტომობილო სფეროში.


“თეგეტა მოტორსის“ რეიტინგი BB- კატეგორიით შეფასდა
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით