დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
„თეგეტა მოტორსის“ და „ბრიჯსტოუნის“ თანამშრომლობის 20 წელი

„თეგეტა მოტორსმა“ და „ბრიჯსტოუნმა“ თანამშრომლობის 20 წელი აღნიშნა.

 

„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ Bridgestone-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

 

ღონისძიებაზე შეჯამდა განვლილი 20 წელი და გაფორმდა მომდევნო 20 წლის პარტნიორობის სამმხრივი მემორანდუმი, თეგეტა მოტორსს Mitsubishi Corporation-სა და Bridgestone Corporation-ს შორის

 

„Bridgestone-ი არის მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი საბურავების წარმოებაში, რომელიც აწარმოებს საბურავებს როგორც მსუბუქი, ასევე 4X4-ზე და სატვირთო ავტომობილებისთვის და არსებობის მანძილზე მუდმივად გამოირჩეოდა წარმოების ხარისხით და ინოვაციებით. კომპანია 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დააარსა შოჯირო იშიბაშიმ. ბრენდის სახელწოდება მისი დამფუძნებლის გვარიდან მოდის, Ishibashi იაპონურ ენაზე ქვის ხიდს ნიშნავს, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც Bridgestone. ბრენდის მთავარი ფილოსოფიაც აქედან იღებს სათავეს, ეს არის ბრენდი რომლისთვისაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ამრიგად საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. საქმისადმი სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ განაპირობა Bridgestone-ის ლიდერად ქცევა საბურავების მწარმოებელ ბრენდებს შორის როგორც ხარისხის, ასევე საერთაშორისო გაყიდვების კუთხით. კომპანიას 77 ქარხანა აქვს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში და 150 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.


„თეგეტა მოტორსის“ და „ბრიჯსტოუნის“ თანამშრომლობის 20 წელი
გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით