დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
„თეგეტა აკადემიის“ ახალი სასწავლო ცენტრის გახსნა

ცენტრალურ ფილიალში სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“  გახსნის ცერემონია გაიმართა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან ერთად საქართველოს განათლების მინისტრი ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები დაესწრნენ.

 

„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.

 

სასწავლო ცენტრის,  მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება.

 

სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემიის“ ფარგლებში 200-მდე პირმა გაიარა გადამზადება და აქედან 114 პირი დასაქმდა „თეგეტა მოტორსის“ სხვადასხვა ფილიალებში.

 

აკადემიის სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები, მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები 

 


„თეგეტა აკადემიის“ ახალი სასწავლო ცენტრის გახსნა

„თეგეტა აკადემია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან, ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე