დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
„BEX“-ის აკუმულატორები

თეგეტა“ გთავაზობთ „BEX“-ის აკუმულატორების ფართო ასორტიმენტს თქვენი ავტომობილისათვის.

 

„BEX“-ის ბრენდს გააჩნია ფართო ასორტიმენტი, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს აკუმულატორი როგორც A სეგმენტის მცირე ზომის ავტომობილებისთვის, ასევე თანამედროვე ელ. მოწყობილობებით აღჭურვილი E სეგმენტის ავტომობილებისათვის.

 

„თეგეტა“ გთავაზობთ „BEX“-ის აკუმულატორებს, რომლებიც დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებით, არ საჭიროებს მომსახურებას მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და გამოიმუშავებს მაღალ სასტარტო დენს ნებისმიერ სიტუაციაში, რაც მანქანით უპრობლემოდ სარგებლობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

„BEX“-ის აკუმულატორების უპირატესობებია: კალციუმის დანამატი ფირფიტებში; სპეციალური ლაბირინთული ხუფი; ნაპერწკლის ჩამხშობი ფილტრები; ტერმინალების სპეციალური საფარი და ერგონომიული სახელური.

 

აკუმულატორები ხელმისაწვდომია „თეგეტას“ ფილიალებში საუკეთესო ფასად, 24 თვიანი გარანტიით.

 

„თეგეტა“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.


„BEX“-ის აკუმულატორები


გვიპოვნეთ რუკაზე