დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდების უსასრულო გარანტიის პირობები („თეგეტა მოტორსი“-ს სერვის ცენტრში შეცვლის გარეშე)

1. წამახალისებელი აქციის მოქმედების პერიოდში შეძენილ მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდებზე გავრცელდება განსაკუთრებული საგარანტიო პირობა შემდეგი სახით:

1.1. შპს „თეგეტა მოტორსი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ საგარანტიო ვადის განმავლობაში „კომპანიაში“ შეძენილი მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდები (შემდგომში - „პროდუქცია“) ექსპლუატაციის დროს არ გამოსცემს არასასურველ ხმას, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში,  აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით.

1.2. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით  ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.3. გარანტიის განსაკუთრებული პირობები ვრცელდება მხოლოდ წამახალისებელი აქციის ფარგლებში „კომპანიაში“ შეძენილ სამუხრუჭე ხუნდებზე, შეძენილ პროდუქციაზე საგარანტიო პირობები ამოქმედდება წინამდებარე ბარათის შექმნის თარიღიდან.

 

2. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

2.1. „პროდუქციის“ ექსპლუატაციის დროს არასასურველი ხმის გამოვლენისთანავე „მყიდველი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ, მიმართოს „გამყიდველის“ სერვის-ცენტრს მათი აღმოფხვრის მიზნით, რა დროსაც მომსახურების ღირებულებას აანაზღაურებს „მყიდველი“.

2.2 მყიდველი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ზიანის ოდენობის შესამცირებლად და საქმის ვითარების გამოსარკვევად, ხელი შეუწყოს გამყიდველს ზიანის ოდენობის და მიზეზის დადგენაში და შეასრულოს გამყიდველის მითითებები.

2.3. საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა, „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ამასთან, მყიდველი ვალდებულია წარმოადგინოს ორიგინალი დოკუმენტები.

2.4. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.

2.5. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

2.6.  იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ „მყიდველს“ უნდა დაუბრუნდეს „პროდუქციის“ ღირებულება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ შეკეთების ან თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

2.7. გარემოებების შესწავლის შედეგად, „გამყიდველი“ თავად იღებს გადაწყვეტილებას, უზრუნველყოფს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენას, თუ „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული შკალის შესაბამისად.

2.8. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზას ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ  „პროდუქციას“ გამოუვლინდა არასასიამოვნო ხმა, „გამყიდველს“ წარმოეშვება გადახდილი ნასყიდობის ფასის  „მყიდველისთვის“ ანაზღაურების ვალდებულება.

2.9. „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა თითოეული შეძენილი „პროდუქციის“ მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

2.10. იმ შემთხვევაში, თუ სამუხრუჭე ხუნდზე დაფიქსირდება უსიამოვნო ხმა (წრიპინი), „გამყიდველი“ უზრუნველყოფს „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების ანაზღაურებას წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული შკალის მიხედვით.

 

3. გარანტიის პერიოდში „მყიდველისთვის“ „პროდუქციის“ ღირებულების დაბრუნება

3.1. თითოეული განსაკუთრებული პირობა მხარეთა შორის რეგულირდება წინამდებარე სამუხრუჭე ხუნდების ბარათის საფუძველზე, წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებში „პროდუქციაზე“ „გამყიდველის“ მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემიდან განვლილი პერიოდის მიხედვით დადგენილი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად:

 

რეალიზაციიდან განვლილი

პერიოდი

ანაზღაურების %
(„პროდუქციის“ შესყიდვის ღირებულებიდან)

0-1 თვემდე

100 %

1-2 თვემდე

50 %

2-6 თვემდე

20 %

6 თვიდან

5 %

   

4. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველი“ თავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებული „პროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილი „გამყიდველის“ სერვის-ცენტრში;

4.1.2. წარმოდგენილი „პროდუქციის“ შტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამება „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით