დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილის აკუმულატორის უსასრულო საგარანტიო პირობები

  1. საერთო პირობები

1.1. შპს „თეგეტა რითეილი“ (შემდგომში - „გამყიდველი“/„კომპანია“) გარანტიას იძლევა, რომ „კომპანიის“ მიერ განსაზღვრული, „კომპანიაში“ შეძენილი და დამონტაჟებული აკუმულატორი (შემდგომში - „პროდუქცია“) არ გამოავლენს წარხნულ წუნს, ხოლო ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე „კომპანია“ სრულად აღმოფხვრის მას წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით, ხოლო „პროდუქციის“ ელექტრული გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, „კომპანია“ „მყიდველს“ დაუბრუნებს „პროდუქციაში“ გადახდილი თანხის ოდენობას.

1.2. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ქარხნული წუნი ეწოდება „პროდუქციის“ საწარმოო დეფექტს, რომელიც დასტურდება „პროდუქციის“ მწარმოებლის მიერ, ხოლო ელექტრონული გაუმართაობა ეწოდება „პროდუქციის“ ისეთ დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია გარეგანი ზემოქმედებით და აღნიშნული დაზიანება ხელს უშლის „პროდუქციის“ ნორმალურ ფუნქციონირებას.

1.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება „პროდუქციის“ ბუნებრივი ცვეთით ან მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დეფექტებზე.

1.4. გარანტიის პირობები ვრცელდება მხოლოდ „კომპანიაში“ შეძენილ და დამონტაჟებულ „პროდუქციაზე“.

 

  1. საგარანტიო ვადა

2.1.  „პროდუქციაზე“ უსასრულო გარანტიის პირობების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „მყიდველს“ ეცნობება „პროდუქციის“ შეძენისთანავე, საგარანტიო დოკუმენტის გადაცემის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.

2.2. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება „პროდუქციის“ „მყიდველისთვის“ საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. „მყიდველისათვის“ „პროდუქციის“ საკუთრებაში გადაცემის თარიღი „გამყიდველის“ წარმომადგენლის მიერ ფიქსირდება „კომპანიის“ მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში, „პროდუქციის“ შეძენის ინვოისში ან „კომპანიის“ მიერ გაცემული „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში.

 

  1. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების პირობები

3.1. „პროდუქციის“ დაზიანების მომენტიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველის“ ნებისმიერ სერვის-ცენტრში წარადგინოს დაზიანებული „პროდუქცია“.

3.2.  საგარანტიო ვალდებულებები „გამყიდველს“ წარმოეშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ დაიცავს წინამდებარე გარანტიის პირობებს და დაზიანებულ „პროდუქციას“ „გამყიდველს“ წარუდგენს პირადობის მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტთან, შესაბამის სატრანსპორტო საშუალებასა და „პროდუქციის“ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად.

3.3. „გამყიდველის“ საგარანტიო ვალდებულება გულისხმობს „პროდუქციის“ შეკეთებას ან „პროდუქციის“ ღირებულების „მყიდველისთვის“ ანაზღაურებას (იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „პროდუქციის“ შეკეთებას). „გამყიდველის“ მიერ წინამდებარე საგარანტიო ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში „პროდუქციაზე“ საგარანტიო პირობების მოქმედება წყდება.

3.4. საგარანტიო ვალდებულებების შესრულების მიზნით, „მყიდველი“ ვალდებულია „პროდუქცია“ გადასცეს „გამყიდველს“ არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადით.

3.5. „პროდუქციის“ გაუმართაობით (საგარანტიო პერიოდში) გამოწვეული პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური დანახარჯები, რაც მიადგება „მყიდველს“, „გამყიდველის“ მიერ არ ანაზღაურდება.

3.6. იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევა „გამყიდველის“ მიერ დაკვალიფიცირდება „საგარანტიო შემთხვევად“, აღნიშნულის თაობაზე „გამყიდველი“ შესაბამის დასკვნას ასახავს რეკლამაციის აქტში „გამყიდველის“ ბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP). დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დაზიანებული „პროდუქცია“ ექვემდებარება აღდგენას/შეკეთებას, თუ აუცილებელია „პროდუქციის ღირებულების „მყიდველისთვის“ დაბრუნება. საგარანტიო შემთხვევის დროს დაზიანებული „პროდუქციის“ აღდგენის/შეკეთების ან „პროდუქციის“ ღირებულების ანაზღაურების ვადა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც წინასწარ ეცნობება „მყიდველს“.

3.7. „მყიდველს“ უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო მომსახურების გაწევა „პროდუქციაზე“ მხოლოდ ერთი დაზიანების შემთხვევის ფარგლებში.

3.8. იმ შემთხვევაში თუ მხარეები ვერ შეძლებენ ურთიერთმოლაპარაკების გზით „პროდუქციის“ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული დავის მოგვარებას, მხარეები მიმართავენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ „პროდუქციის“ დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, რა დროსაც ექსპერტიზის ხარჯს იხდის „მყიდველი“. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუ გამოვლინდა „პროდუქციის“ ქარხნული წუნი, „გამყიდველს“ წარმოეშვება ექსპერტიზის ხარჯის „მყიდველისთვის“ ანაზღურების ვალდებულება.

3.9. საგარანტიო მომსახურების შედეგად შეცვლილი/ჩანაცვლებული დაზიანებული „პროდუქცია“ წარმოადგენს „გამყიდველის“ საკუთრებას.

  1. საგარანტიო ვალდებულებების შეუსრულებლობა

4.1. „გამყიდველითავისუფლდება საგარანტიო ვალდებულებებისგან შემდეგ შემთხვევებში:

4.1.1. თუ სატრანსპორტო საშუალებას აღნიშნულპროდუქციასთანდაკავშირებული მომსახურება მიღებული აქვს სხვა კომპანიის სერვის-ცენტრში;

4.1.2. თუ გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების ელექტრო სისტემა ან/და სატრანსპორტო საშუალებაში დამონტაჟებულ იქნა ისეთი დეტალები, ან მის კონსტრუქციაში შეტანილ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სატრანპორტო საშუალების მწარმოებლის კომპლექტაციაში (მაგალითად, სიგნალიზაციის, აუდიოსისტემის, ცენტრალური გასაღების, მინების ელექტრო ამწეების, და სხვა მსგავსი ელ.სისტემების მიერთება-დამონტაჟება);

4.1.3. თუპროდუქციისდაზიანების მიზეზს წარმოადგენს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია გადაჭარბებული დატვირთვით, „გამყიდველისწინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე მოდიფიკაციის ხასიათის ცვლილებების განხორციელება, საექსპლუატაციო წესებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მომსახურების წესების დარღვევა;

4.1.4. თუპროდუქციისდაზიანება გამოწვეულიამყიდველისგაუფრთხილებელი მოპყრობით, განსაკუთრებით სატრანსპორტო საშუალების არასწორი ექსპლუატაციისას, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო დეფექტად;

4.1.5. თუპროდუქციისდაზიანების მიზეზს წარმოადგენს გარეგანი მექანიკური ზემოქმედება;

4.1.6. თუპროდუქციაარ არის დამონტაჟებული/დამაგრებული სატრანსპორტო საშუალებაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას - საშტატო ბუდეში;

4.1.7. თუპროდუქციაშიმოხვედრილია სხვა ნივთიერებები;

4.1.8. თუ სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც იყო დამონტაჟებულიპროდუქცია“, საგარანტიო მომსახურების გაწევის მიზნით, არ იქნა წარმოდგენილიგამყიდველისსერვის-ცენტრში 30 დღის განმავლობაში;

4.1.9. თუ წარმოდგენილიპროდუქციისშტრიხკოდი/სერიული ნომერი ან ეტიკეტი დაზიანებულია ან/და არ შეესაბამებაგამყიდველისბიზნეს პროცესების მართვის ელექტრონულ სისტემაში (SAP) შევსებულ საგარანტიო დოკუმენტის ნომერს.

 

        5. უსასრულო გარანტიის პერიოდშიმყიდველისთვის“ „პროდუქციისღირებულების დაბრუნება

5.1. უსასრულო გარანტია ვრცელდება შემდეგ ბრენდებზე: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer.

5.2. წინამდებარე გარანტიის პირობების ფარგლებშიპროდუქციაზე“ „გამყიდველისმხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა დაანგარიშდებაპროდუქციის“ „მყიდველისთვისსაკუთრებაში გადაცემიდან გასული პერიოდის მიხედვით შემდეგი პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად:

 

შემდეგი ბრენდების "პროდუქციისთვის": Varta, Exide, Fiamm, Optima, Energizer

 

პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდი

ანაზღაურების %

(აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან)

0 - 24 თვემდე

100%

24 - 36 თვემდე

50%

36 თვიდან განუსაზღვრელი ვადით

10%

 

 

შემდეგი ბრენდების "პროდუქციისთვის": Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat

პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდი

ანაზღაურების %

(აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან)

0 - 18 თვემდე

100%

18 - 24 თვემდე

50%

24 თვიდან განუსაზღვრელი ვადით

10%

 

შემდეგი ბრენდების "პროდუქციისთვის": Macpower

პირველადი რეალიზაციიდან განვლილი პერიოდი

ანაზღაურების %

(აკუმულატორის შესყიდვის ღირებულებიდან)

0 - 12 თვემდე

100%

12 - 24 თვემდე

50%

24 თვიდან განუსაზღვრელი ვადით

10%

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით