დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების სტანდარტული საგარანტიო პირობები

გარანტია ვრცელდება მხოლოდ თეგეტა-მოტორსის სერვის ცენტრში დამონტაჟებულ სათადარიგო ნაწილებზე, გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ჩეკის) წარმოდგენის შემთხვევაში.

 

საგარანტიო პერიოდი იხილეთ განაცხადის ველშითვე“. გარანტია დეტალებზე ვრცელდება განაცხადზე აღნიშნული თვეების მიხედვით ან შესაბამისი გარბენის შეზღუდვით, რომელიც პირველი შესრულდება, მაგ.

 

მსუბუქი ავტომობილების ავტოსათადარიგო ნაწილების გარანტია:

· 1 თვე ან 2000 კმ,

· 2 თვე ან 4000 კმ,

· 3 თვე ან 6000 კმ,

· 6 თვე ან 10000 კმ,

· 12 თვე ან 40000 კმ, (აღნიშნული გარანტია ვრცელდება ძრავის ღვედის სარემონტო კომპლექტის სრულად, ყველა გორგოლაჭთან და წყლის ტუმბოსთან შეცვლის შემთხვევაში, წყლის ტუმბოს დაზიანებით გამოწვეული ღვედის დაზიანება საგარანტიოდ არ ანაზღაურდება)

· 24 თვე ან 40000 კმ.

 

გარანტია არ ითვალისწინებს დეტალის შეკეთებას ან შეცვლას თუ დარღვეულია ავტომობილის ნორმალური ექსპლუატაციის პირობები, მათ შორის:

· ავტომობილის დანიშნულებისამებრ გამოუყენებლობის შემთხვევაში;

· არასწორი ექსპლუატაციით მიღებულ დაზიანებებზე;

· მექანიკური დაზიანების შემთხვევაში;

· ავტომობილის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებებით (მოდიფიკაცია/გადაკეთება, თვითნებული ჩარევა) გამოწვეულ დაზიანებებზე;

· სტიქიური მოვლენებისა ან/და ავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებზე;

· ექსტრემალურ პირობებში ექსპლუატაცით, გადატვირთვით მიღებულ დაზიანებებზე;

· დაუდევრობით მიღებული დაზიანება;

· სხვა ავტომობილის ნაწილების/მასალების გამოყენების შემთხვევაში;

· უხარისხო ან შეუსაბამო საწვავის გამოყენებით;

· სერვისის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში;

· ამორტიზატორი საგარანტიოდ იცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღენიშნება არაჰერმეტულობა (ზეთის მკვეთრი ჩამონადენი და არა დაორთქვლა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღმოჩნდება ქარხნული წუნი დაყენებისთანავე და გამოავლენს დეფექტს ზეთის ჩამონადენს ან ექსპლუატაციაში დაფიქსირდება ხმა.

 

მსუბუქი ავტომობილების ძრავის კაპიტალური რემონტის შემდგომი საგარანტიო პირობები:

· საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება 12 თვის ვადით ან 20000 კმ, რომელიც უფრო ადრე შესრულდება.

· საგარანტიო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ სათადარიგო ნაწილზე და შესრულებულ სამუშაოზე რომელიც იყო შეძენილი ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში.

· ძრავის რემონტის შემდგომი პირველი ზეთის შეცვლა უნდა განხორციელდეს 1500-2000 კმ გარბენის ფარგლებში.

· ძრავში ზეთი შეცვლის ინტერვალი უნდა იყოს დაცული და არ უნდა აღემატებოდეს 8000-10000კმ სინთეთიკური კლასის ზეთებისათვის.

· ყოველი ზეთის შეცვლის დროს უნდა მოხდეს საწვავის ფილტრის შეცვლა ( საჭიროების შემთხვევაში ჰაერის ფილტრიც);

· ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა უნდა მოხდეს ... თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრში(ნებისმიერ ფილიალში) აღნიშნული კომპანიის მიერ რეკომენდირებული ზეთით და ფილტრებით.

 

გარანტია არ გავრცელდება და შეწყდება:

· თუ რემონტის მსვლელობაში არ იყო გათვალისწინებული ... თეგეტა მოტორსის სერვისის რეკომენდაციები და ისინი დაფიქსირდა განაცხადზე შესაბამისად მიღება ჩაბარების აქტზეც.

· ზემოთ ჩამოთვლილი პირობების დარღვევის შემთხვევაში.

· თუ ძრავზე ნებისმიერი სახის რემონტი შესრულდება სხვა სერვისში.

· სითხეების დონეების დაკლების შემთხვევაში(ანტიფრიზი, ძრავის ზეთი), მისგან გამოწვეულ დაზიანებებზე. იგულისხმება მწარმოებლის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად სითხეების დასაშვებ ნორმაზე მეტად კლება.

· ძრავის სამუშაო ტემპერატურის დარღვევის შემთხვევაში.

· ჩაძირვით ან სტიქიური უბედურებით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში.

· მექანიკურად მიყენებულ დაზიანებაზე, როგორიცაა ავტო საგზაო შემთხვევა და ..

 

გარანტია რიგ დეტალებზე გაიცემა მხოლოდ მასთან ერთად თანმდევი კომპონენტების შეცვლის შემთხვევაში:

· ჰაერის სენსორი - იცვლება ჰაერის ფილტრი;

· ანთების კოჭა - იცვლება ანთების სანთელი;

· ამორტიზატორი - იცვლება ერთ ხიდზე წყვილად, ამორტიზატორის შემზღუდველი (კაკუნის შემთხვევაში პირველ რიგში ამორტიზატორის საყრდენი);

· ტურბოკომპრესორი - იცვლება ჰაერის ფილტრი, ძრავის ზეთი, ჰაერმშრობის ფილტრი (არსებობის შემთხვევაში), გამოსარეცხია ინტერქულერი;

· საჭის ჰიდროგამაძლიერებელი ტუმბო - იცვლება ჰიდრავლიკური ზეთის რეზერვუარი (არ ირეცხება);

· გადაბმულობის კომპლექტი - იცვლება გადაბმულობის დისკი, გადაბმულობის ქურო და გადაბმულობის საკისარი (საჭიროების შემთხვევაში მქნევარა);

· კონდენციონერის კომპრესორი - იცვლება შემამჭიდროებელი რგოლები, ფილტრი (ჰაერმშრობი), ჰაერმშრობის რესივერი;

· წყლის ტუმბო - იცვლება გაგრილების სითხე (ანტიფრიზი);

· მორგვი და მორგვის საკისარი - მორგვის ჩობლები (არსებობის შემთხვევაში), ყუმბარა (იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული აქვს ჩობალზე მუშაობის არე), შემამჭიდროვებელი (არსებობის შემთხვევაში);

· საწვავის ტუმბო - იცვლება საწვავის ფილტრი, (საჭიროების შემთხვევაში ირეცხება საწვავის ავზი);

· მუხრუჭის მთავარი ავზი - იცვლება სამუხრუჭე სითხე;

· ჰაერის კომპრესორი (სატვირთოების შემთხვევაში) - იცვლება ჰაერის ფილტრი, ჰაერმშრობის ფილტრი, ძრავის ზეთი.

საგარანტიო პერიოდში დეტალის შეცვლის შემთხვევაში, საგარანტიო პერიოდი რჩება უცვლელი და ანგარიშდება საწყისი სარეალიზაციო დოკუმენტის მიხედვით. ქარხნული დეფექტის გამო დაზიანებული ნაწილის/აგრეგატის მთლიანად შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი რემონტი შეუძლებელია (აღდგენით, რეგულირებით, ზედაპირის მოხეხვით და ..) ან/და სათადარიგო ნაწილების შეცვლით. საგარანტიო რემონტის შედეგად შეცვლილი ნაწილები წარმოადგენსთეგეტა მოტორსისსაკუთრებას.

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით