დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

კორპორატიული კლიენტები  

"თეგეტა მოტორს"-ში კორპორატიული კლიენტების მომსახურებისთვის შექმნილია ეფექტური და დახვეწილი სისტემა, რომელსაც კომპანიის ათასზე მეტი თანამშრომლის დახმარებით მართავს კორპორატიული გაყიდვების განყოფილება, ოცამდე მაღალკვალიფიციური გაყიდვების მენეჯერით. მათი მთავარი ამოცანაა კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება.

 

 

კორპორატიულ კლიენტებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ პროდუქცია, 300-ზე მეტი ბრენდის და  50,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ფართო სპექტრიდან, ისარგებლონ მობილური სერვისის მომსახურებით, მიიღონ პერსონალური გაყიდვების მენეჯერის მომსახურება და სხვა დამატებითი სერვისებით.  აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად სთავაზობს თავის კორპორატიულ კლიენტებს მრავალფეროვან ტრენინგებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით საავტომობილო სფეროში.

 

 

ამჟამად თეგეტა მოტორსი 10 ათასზე მეტ კორპორატიულ ორგანიზაციას ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ თითოეულ კლიენტს ვთავაზობთ მაღალხარისხიან პროდუქციას და მომსახურებას,  რაც წარმოადგენს გრძელვადიან და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გარანტიას. 

გვიპოვნეთ რუკაზე