დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

კონდინცირების სისტემის შემოწმება

ნებისმიერ ავტომობილში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად კონდინცირების სისტემის ეფექტური მუშაობა სავალდებულოა. საავტომობილო ბაზარზე  კონდიციონერის სისტემის შემოწმება/შეკეთება ყველაზე მოთხოვნად მომსახურებებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, ამიტომ ის იმ მაღალხარისხიანი ავტოტექმომსახურებებიდან ერთ-ერთია, რომელსაც თეგეტა მოტორსი მრავალი წელია გთავაზობთ. როდესაც თქვენი ავტომობილის კონდინციონერი გაუმართავად მუშაობს, პროფესიონალი ტექნიკოსების ჩართულობით, სისტემის დეფექტაცია, საჭიროების შემთხვევაში გაუმართავი კომპონენტის შეცვლა, ფრეონის დამატება და სხვა ნებისმიერი საჭირო სერვისით უზრუნველყოფა მოხდება.

 

 

რა ღირს კონდინცირების სისტემის შემოწმება?

იმისთვის, რომ ავტომობილით მოგზაურობა, განსაკუთრებით შორ მანძილზე, კომფორტული გახდეს, კონდიცირების სისტემის შემოწმება, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ  არის რეკომენდირებული. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში კონდინცირების სისტემის დატუმბვა 50 ლარამდე დაგიჯდებათ, ხოლო ფრეონის საფასური, 100 გრამზე, ტიპიდან გამომდინარე, 12-დან 70 ლარამდე მერყეობს.


 

რა დროს არის ავტომობილის კონდიცირების სისტემა შესამოწმებელი?

 

კონდიცირების სისტემის გაუმართავობა წნევის ვარდნით, ან ფრეონის დონის შემცირებით იწყება. არსებობს სამი ძირითადი ნიშანი, რომელიც გკარნახობთ, რომ თქვენი ავტომობილის კონდიცირების სისტემა შესამოწმებელია :

  •  კონდინციონერი აფრქვევს თბილ ჰაერს;

  •  კონდინციონერის კომპრესორის გააქტიურება;

  • გამაგრილებელი საშუალების გაჟონვა;

 

კონდინციონერი აფრქვევს თბილ ჰაერს

ავტომობილის კონდიცირების სისტემის გაუმართაობაზე ცხელი ჰაერი მიუთითებს. ქიმიური გამაგრილებლის, ფრეონის, გარეშე ავტომობილის სალონში გრილი ჰაერის გენერირება არ ხდება. ამ შემთხვევაში პროფესიონალი ტექნიკოსის მიერ პირველ რიგში ფრეონის რაოდენობის და წნევის კორექტულობის შემოწმება ხდება. 

კონდინციონერის კომპრესორის გააქტიურება

ზოგიერთი კონდინციონერის კომპრესორს მაგნიტური ჩამრთველი გააჩნია, რომელსაც გააქტიურებისას სპეციფიური დაწკაპუნების ხმა აქვს, ასევე შენიშნავთ ძრავის მუშაობის და ბრუნის ცვლილებას. თუ ფრეონის დონე შემცირებულია, ფრეონის მარეგულირებელი წნევის სენსორი წნევის ვარდნას შენიშნავს და კომპრესორის გააქტიურებას აკრძალავს, რათა კომპრესორის მშრალზე მუშაობა და მისი დაზიანება ავირიდოთ თავიდან.

გამაგრილებელი საშუალების გაჟონვა

ფრეონი მოქმედებს მაღალ და დაბალ წნევაზე. სანამ ფრეონი,  მაღალი წნევის ნაწილში, თხევად მასად გადაიქცევა, ის სისტემის დაბალი წნევის ნაწილში გაზის მსგავსად მოქმედებას იწყებს. დროთა განმავლობაში სისტემები გაჟონვას იწყებს, რაც ფრეონის დაბალი დონის კიდევ ერთი სერიოზული სიმპტომია. თუ თქვენ ფრეონის გაჟონვას შეამჩნევთ, ეს იქნება "თხელი" ცხიმიანი ნივთიერების სახის მასა,რომელიც კომპრესორის თავსახურის ქვეშ, სალონის შიგნით, ან თქვენი მანქანის ქვეშ დაფიქსირდება.

 

კონდინცირების სისტემის გამართულად მუშაობისთვის, ფრეონით დატუმბვასთან ერთად,  სალონის ფილტრიც უნდა შეიცვალოს, რათა სასიმოვნო სიგრილის მიღებასთან ერთად, არასასიამოვნო სუნიც თავიდან აიცილოთ. არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი კონდიცირების სისტემაში დალექილი მტვერი და ბაქტერიებია, რაც მგზავრთა ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხისშემცველია. გამონაბოლქვი აირების და სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია დახურულ სივრცეში, ღია სივრცესთან შედარებით, 10-ჯერ მეტია. ჭუჭყიანი სალონის ფილტრი ჰაერში არსებულ მტვერს და ალერგენებს ვერ უმკლავდება და თქვენი ავტომობილის ჰაერი ბევრად უფრო ბინძურდება. ამ ტიპის გაუმართობა, ძირითად შემთხვევებში, ალერგიის და ასთმის გამომწვევი მიზეზი ხდება. თეგეტა მოტორსი გირჩევთ შეცვალოთ სალონის ფილტრი ზეთის შეცვლის ყოველი პროცედურის დროს.

 

დაჯავშნეთ სერვისი თეგეტაში

ამიერკავკასიის ბაზრის ლიდერი, თეგეტა მოტორსი, მომხმარებელებს უმაღლესი ხარისხის კომფორტულ და საჭიროებებზე მორგებულ ავტოტექმომსახურებას სთავაზობს. სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურების მისაღებად თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებს უნდა ეწვიოთ. ისეთი მომსახურების დაჯავშნა, როგორიცაა  კონდინცირების სისტემის შემოწმება, დატუმბვა და ფრეონის დამატება, ონლაინ გამარტივებული პროცედურით შესაძლებელია. 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით