დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა 

გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა საავტომობილო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებაა, რადგან ტრანსმისიის ზეთის შეცვლა ავტომობილის გამართულად მუშაობასთან ერთად, მისი ნაწილების დაზიანების საფრთხის შემცირებასაც უზრუნველყოფს. ბაზრის  მოთხოვნების შესაბამისად, თეგეტა მოტორსი გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლას მსოფლიო ბრენდების ისეთი ორიგინალი და ხარისხიანი ზეთებით გთავაზობთ, როგორიცაა: CHAMPION, FEB,TITAN ATF,OEM NISSAN, OEM HONDA,SHELLSPIRAX და სხვა. 

 

 

რა ღირს გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა თეგეტაში?

გადაცემათა კოლოფი ავტომობილის ძრავიდან გამოყოფილ ბრუნთა რაოდენობის სიჩქარედ გარდაქმნას არეგულირებს. ტრანსმისიის ზეთის შეცვლა გადაცემათა კოლოფის მართვის სისტემების მუშაობას აკონტროლებს. გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის ფასი თეგეტა მოტორსში 60 ლარიდან იწყება, ხოლო ზეთის ფასი თქვენ მიერ არჩეულ ბრენდზე და მწარმოებელზეა დამოკიდებული. ძირითადად, გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლისთვის საჭირო დრო, საშუალოდ, 1 საათია, თუმცა ახალი ავტომობილების განსხვავებული აგებულების გათვალისწინებით, რჩევა თეგეტა მოტორსის პროფესიონალი ტექნიკოსებისგან უნდა მიიღოთ. 

 

რა დროს არის ტრანსმისიის ზეთის შეცვლა საჭირო?

ავტომატური გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა ყოველ 80000-100000 კილომეტრზეა რეკომენდირებული, მექანიკური გადაცემათა კოლოფში ყოველ 50000 კმ-ზე და ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში 20000-30000 კმ-ზე.

ტრასმისიის ზეთის შეცვლა ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის საშუალოდ ყოველწლიურად და ყოველ ორ წელიწადში ხდება, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აუცილებლობაზე მიანიშნებენ.

  • ზეთის გუბეები ავტომობილის ქვეშ;

შესაძლოა ეს ხანდახან სულ სხვა გაუმართაობაზე მიანიშნებდეს, მაგრამ პრობლემის გაჩენისთანავე პროფესიონალი ტექნიკოსის მიერ ავტომობილის შემოწმება აუცილებელია.

  • უცნაური ბიძგები გადაადგილების დროს, რაც შესაძლოა, ტრანსმისიის ზეთის ნაკლებობაზეც მიანიშნებდეს;

  • გადაცემათა კოლოფის მოძრაობა;

თუ თქვენი ავტომობილით გადაადგილებისას გადაცემათა კოლოფი მოძრაობას იწყებს, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი აუცილებლად გადაამოწმეთ.

  • ხრიალის მსგავსი ხმაური გადაცემათა კოლოფიდან;

  • ჩხრიალის ხმა მანქანის დაძვრისას;

მსგავსი ხმაური ტრანსმისიის ზეთის ნაკლებობაზე შეიძლება მიანიშნებდეს, ამიტომ მასზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია.

  • ყურადღება მიაქციეთ გარბენს;

ავტომობილის გადაცემათა კოლოფში მაღალ ტემპერატურაზე ზეთის წვა არ ხდება და ხშირად, შემოწმებისას ნორმის ფარგლებში ნაჩვენები ტრანსმისიის ზეთი არ არის იმის დასტური, რომ ავტომობილში გადაცემათა კოლოფის ზეთი შესაცვლელი არ არის. შესაძლოა ვადაგასული ტრანსმისიის ზეთი ახალივით გამოიყურებოდეს და მისი შეცვლის აუცილებლობას არც სუნი გვკარნახობდეს. ამის მიუხედავად გადაცემათა კოლოფის მუშაობისას პრობლემების წარმოშობის რისკი მაინც არსებობს, რადგან გარკვეული გარბენის შემდგომ ზეთი გადაცემათა კოლოფის დეტალების შეზეთვის და წნევის შენარჩუნების ფუნქციას კარგავს. აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულ გარბენზე, ზეთის გამოცვლა აუცილებელია.

  • ტექნიკური გაუმართაობა;

ხშირად რეკომენდირებულ ვადამდე ავტომობილის მფლობელი ტრანსმისისს ზეთის შეცვლის აუცილებლობის წინაშე დგება, რადგან გადაცემათა კოლოფის ტექნიკური გაუმართაობის ისეთი ნიშნები შეიმჩნევა, როგორიცაა ბიძგები, ვიბრაცია, სიჩქარეთა დაგვიანებული გადართვა.

 

დაჯავშნეთ გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის სერვისი თეგეტაში

გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა მაღალპროფესიონალურ ჩარევას მოითხოვს. თუ ტრანსმისიის ზეთის შეცვლისას ავტომწარმოებლის რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებთ და ავტომობილისთვის უხარისხო ზეთს გამოიყენებთ, გადაცემათა კოლოფი დაზიანდება და მწყობრიდან გამოვა. თეგეტა მოტორსის პროფესიონალ გუნდთან გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლის მომსახურების დაჯავშნა უკვე ონლაინ შესაძლებელია.

გამარტივებული პროცედურით სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურების მისაღებად დაჯანშნეთ სერვისი ონლაინ

 

​​​​​​​

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით