დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

ფრანჩაიზინგი

თეგეტა მოტორსმა ბაქოში ფილიალი გახსნა!

ბაქოში თეგეტა მოტორსის ფილიალი გაიხსნა. კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს. ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება თეგეტას აკადემიის ფარგლებში და უზრუნველყოფენ მარალკვალიფიციურ სერვისს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. თეგეტა მოტორსის აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში. თეგეტა მოტორსი პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა და საკუთარ წარმომადგენლობას უცხო ქვეყანაში გახსნა. თეგეტა მოტორსი უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, კომპანია გამოირჩევა ავტო სერვისის უნიკალური კონცეფციით. იგი Groupauto International-ის ოფიციალური წევრია და ფლობს ISO 9001:2015 სერტიფიკატს. თეგეტა მოტორსი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

 

 

 

 

1 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია პროგრამულ უზრუნველყოფაში

 

თეგეტა მოტორსმა საქართველოში პირველმა დანერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი. SAP პროგრამისდანერგვა კომპანია თეგეტა მოტორსში გრძელდებოდა 13 თვის განმავლობაში – უკრაინული კომპანია Soft Rating-ის მეშვეობით და მისმა ღირებულებამ 1 200 000 აშშ დოლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნულ პროგრამამდე კომპანია მუშაობდა რამოდენიმე სისტემაში: 1C, Oris, Oris Manager. SAP დაარსდა 1972 წელს და დღეს უკვე 50 000-მდე თანამშრომელს ითვლის მსოფლიოს 50-ზე ეტ ქვეყანაში. იგი წარმოადგენს ბიზნეს-პროცესების ავტომატიზირებული პროგრამული გადაწყვეტილებების წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს 89 000-ზე მეტი კლიენტი მსოფლიოს 120 ქვეყნიდან თავის საქმიანობაში სწორედ SAP-ის პროგრამას იყენებს.

SAP პროგრამაში ავტომატიზირებულია სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობა. აღნიშნული პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანია, რადგან მისი მეშვეობით კომპანიაში ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი; გამკაცრებულია კონტროლი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვაზე; აგრეთვე SAP-ის პროგრამული გადაწყვეტილებები უადვილებს კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიღება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. მსოფლიოს წამყვან ფინანსურ კომპანიებს დანერგილი აქვთ SAP ERP სისტემა. მას იყენებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიც არიან: BRIDGESTONE, MAN, SHELL, MERCEDES-BENZ U.S., GENERAL MOTORS, MICROSOFT CORPORATION, HP, NEC, HARLEY-DAVIDSON, BASF, ERICSSON, COCA COLA BOTTLING CO., PEPSICO INC., EXXON MOBILE, GLAXOSMITHKLINE, HENKEL, JOHNSON & JONHSON, METRO-GOLDWYN-MAYER, PANAVISION INC., PHILIP MORRIS USA INC., FUJITSU SIEMENS, IBM და მრავალი სხვა.

 

 

 

 

თეგეტა მოტორსი ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი კომპანია გახდა 

ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, რომელსაც ავტომობილების გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ამ სტანდარტების საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი მიენიჭა. თეგეტა მოტორსი ავტომობილების გაყიდვებისა და მათი შემდგომი მომსახურების, ავტოსათადარიგო ნაწილების, საბურავების, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში მოღვაწეობს. სტრუქტურული რგოლების შემოწმების და სამუშაო პროცესების გაკონტროლების შედეგად კომპანიამ მიიღო ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატი საქმიანობის ზემოთ აღნიშნულ სფეროში.

 

 

 

თეგეტა მოტორსი საუკეთესო ხარისხის მქონე კომპანია 

ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში ნავთობკომპანიების დაჯილდოების ტრადიციულ ცერემონიალზე თეგეტა მოტორსს გადაეცა ჯილდო, როგორც საუკეთესო ხარისხის მქონე კომპანიას ავტოპროდუქტებისა და სერვისის დარგში.

 

 

ტრადიციულ ავტოშოუზე თეგეტა მოტორსი გამორჩეულად წარსდგა

საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში გაიმართა ავტომობილების, ავტობიზნესის, სათადარიგო ნაწილებისა და ავტოაქსესუარების მე-8 საერთაშორისო თემატური გამოფენა. თეგეტა მოტორსი ორგანიზატორებმა ორ ნომინაციაში გამოარჩიეს: „პროდუქციის ფართო ასორტიმენტი“ და „საუკეთესო დიზაინი“.

 

 

თეგეტა მოტორსი წლის კომპანიად დასახელდა

„ოქროს პერგამენტის“ დაჯილდოებაზე თეგეტა მოტორსი „წლის კომპანიად“ დასახელდა. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2 786-მა რესპონდენტმა მიიღო.

 

 

თეგეტა მოტორსი ბიზნეს-რეიტინგის საიუბილეო ცერემონიალზე დაჯოლდოვდა

მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის კომპანია “გორბის” ორგანიზებით, ტრადიციული ბიზნეს-რეიტინგის მე-15 საიუბილეო ცერემონიალზე თეგეტა მოტორსი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: ახალი ტექნოლოგიები, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, ეფექტური მარკეტინგი.

გვიპოვნეთ რუკაზე