საავტომობილო პარკი

 

ზოგადი მიმოხილვა

 

♦  საქართველოში ძირითადი სატრანსპორტო საშუალებებია: მსუბუქი, სატვირთო მანქანები, და ავტობუსები.
♦  ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, რაოდენობის მიხედვით, მსუბუქი ავტომანქანები არის მთავარი სატრანსპორტო საშუალება.

♦  საავტომობილო პარკი საქართველოში იზრდება ყოველწლიურად. წლიური ზრდის ტემპი 2017 წელს იყო 6.8%; ხოლო რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ მიაღწია 1.3 მილიონს. 

♦  2018 წ. ნოემბრის მონაცემებით საავტომობილო პარკი სულ 1,315,552 შეადგენს, მსუბუქი ავტომობილების წილი არის 82%, სატვირთო მანქანების _ 7.7%, ავტობუსების _ 4.1%, სასოფლო-სამეურნეო _ 2.7%, სხვა _ 3.4% (მოტოციკლები, სპეციალიზებული მანქანები და ა.შ.).

♦  ვტოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი (91%) თარიღდება 2007 წლამდე; მხოლოდ მიახლოებით 1.3% თარიღდება უკანასკნელი 3 წლით.
 

წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი