კორპორატიული პასუხსიმგებლობა

 

კეთილსინდისიერება და ეფექტურობა თეგეტა მოტორსის მთავარი ფასეულობებია. ამ ფასეულობების გათვალისწინებით, კომპანია 22 წლის განმავლობაში ვითარდებოდა და ბაზრის ლიდერად იქცა. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური ვალდებულებები. ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ აქციონერების წინაშე რეგულარულად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს კორპორაციულ მიზნებზე.

 

გარემოს დაცვა

თეგეტა მოტორსი აღიარებს, რომ მის საქმიანობას აქვს  როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი ზეგავლენა გარემოზე და სხვადასხვა ღონისძიებებით მიისწრაფის რომ გახდეს ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო ორგანიზაცია. 2018 წლისთვის კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ISO 14001: 2015 გარემოს მართვის სერთიფიკატის მიღება. ჩვენ გვჯერა რომ ამ გზით შევძლებთ უკეთესად შევაფასოთ გარემოზე ზემოქმედება და დავნერგოთ ეფექტური მართვის პროცესები.

 

სოციალური პასუხისმგებლობა

თეგეტა მოტორსი ყოველდღიურად ესწრაფვის თავისი პროდუქციით და მომსახურებით გააუმჯობესოს მომხმარებელთა ყოველდღიურობა. ამის დასტურია ის ქმედებები, რაც კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა და რასაც მომავალი წლებისთვის გეგმავს.

ვინაიდან საქართველო ჰაერის დაბინძურების წინაშე დგას, 2016 წელს "თეგეტა მოტორსმა" წამოიწყო CSR- ის პროექტი "არ გამბოლო“. ამ პროექტის ფარგლებში მომხმარებლებს შეეძლოთ უფასოდ შეემოწმებინათ ავტომობილები გამონაბოლქვზე. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცათ სპეციალური საჩუქრები (მაგ. სერტიფიკატი, სტიკერი და ა.შ.). უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მომხმარებლებმა მიიღს 50% -იანი ფასდაკლება გამონაბოლქვი სისტემის შესაკეთებლად.

♦ "თეგეტა მოტორსი" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პერსონალის მომზადებას. 2013 წელს კომპანიამ დააარსა "თეგეტა აკადემია", რომელიც თეორიული და პრაქტიკული ტრენინგების მეშვეობით თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას ემსახურება. პარტნიორების მხარდაჭერით "თეგეტა" ატარებს წელიწადში 80-ზე მეტ კურსს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. ყოველწლიურად აკადემიაში 700-ზე მეტი განაცხადი შედის. პროგრამა ეფუძნება ევროპულ მოდელს და ითვალისწინებს დასაქმებაზე ორიენტირებულ სწავლებას.  სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლებიდან, როგორიცაა მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა. 2017 წელს "თეგეტა აკადემიამ" 200-მდე ადამიანი მოამზადა, რომელთაგან 114 "თეგეტა მოტორსის" სხვადასხვა ფილიალებში დასაქმდა.2017 წლიდან სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა როგორც იურიდიული პირი და ემზადება მიიღოს ავტორიზაცია, როგორც პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

♦  ვინაიდან თანამშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება თეგეტას პრიორიტეტებია, 2018 წელს კომპანია აპირებს მიიღოს  ISO 18001: 2007 - შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მართვის სერთიფიკატი. ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ამოცანების იდენტიფიცირებას, კონტროლს და მასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმადე დაყვანას.