კორპორაციული მმართველობა

 

თეგეტა მოტორსის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია კორპორაციული მმართველობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, რაც ხელს უწყობს გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებას მისი აქციონერების, თანამშრომლების, ინვესტორების და ზოგადად საზოგადოების მხრიდან, და აძლიერებს დირექტორთა საბჭოს და მენეჯმენტის ანგარიშვალდებულებას.

დირექტორთა საბჭოს ირჩევენ აქციონერები, რათა საბჭომ წარმოადგინოს მათი ინტერესები კომპანიის შიგნით, ასევე უზრუნველყოს კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სიძლიერე და წარმატება. დირექტორთა საბჭო განსაზღვრავს კომპანიის ხედვას, მისიას და სტრატეგიულ მიზნებს. კომპანიის გრძელვადიანი წარმატება განისაზღვრება მკაფიო სტრატეგიითა და ძლიერი მმართველობით: მასში შედის მფლობელთა უფლებების დაცვა, აღმასრულებელი ორგანოებისა და კომპანიის ფინანსური ოპერაციების ზედამხედველობა და სხვა. კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ბიზნესის, დაინტერესებული პირებისდა საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას.

სამეთვალყურეო საბჭომ შეიმუშავა კორპორაციული მართვის სახელმძღვანელო თეგეტა ჰოლდინგისთვის, რომელიც ხელს უწყობს ჰოლდინგური კომპანიის ეფექტურ მართვას. სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: საბჭოს მისია, გამგეობის სტრუქტურა, აღმასრულებელი დირექტორის წარდგინება, დირექტორების კვალიფიკაცია, შვილობილი კომპანიების პასუხისმგებლობა და .. საბჭო რეგულარულად განიხილავს კორპორაციულ მართვას და თუ სათანადოდ მიიჩნევს ცვლილებები შეაქვს მართვის სახელმძღვანელოში.


 

თეგეტა მოტორსმა ჩამოაყალიბა მთელი რიგი კორპორაციული მართვის პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების მონიტორინგს, მარაგების, დებიტორული და კრედიტორული დავალიენების კონტროლს და კონტრაქტებისა და ახალი პროექტების მართვას.

კომპანიამ ასევე დაამტკიცა შიდა აუდიტის პროცედურები, რომელიც არეგულირებენ ფულადი ნაკადების მართვას, საგადასახადო ვალდებულებების, შემოსავლების და ხარჯების, ხელფასების, ინვენტარის, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების მოწესრიგებას, აქტივების მართვას და სხვა.

თეგეტა მოტორსი თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), რომელიც არის მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი. პროექტის მიზანია არსებული კორპორაციული მართვის გაუმჯობესება საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე. IFC- აყალიბებს რიგ რეკომენდაციებს: ) კორპორაციული მართვის გაუმჯობესების გეგმის შემუშავება და განხორციელება; ) კორპორაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება; ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღება, განხილვა და განახლება; ) კორპორაციული მდივნის დანიშვნა; კომპანია გეგმავს რომ მიიღოს ამ რეკომენდაციების უმრავლესობა 2018-2020 წლებში.